არომაკო - სურნელი ლიდერებისთვის
"არომაკო" არის წამყვანი არომა მარკეტინგის სააგენტო, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ არომატს, როგორც პატარა, ასევე დიდი ბრენდებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
"არომაკო“ ბრენდებს გაძლევთ საშუალებას, შეუქმნათ მომხმარებელს დაუვიწყარი გარემო არომატის მეშვეობით.
მოგეხსენებათ, ადამიანს 5 გრძნობა აქვს, (სმენა, შეხება, მხედველობა, გემო, ყნოსვა) რომელთა საშუალებითაც მარკეტერები ცდილობენ მომხმარებელთა მიზიდვას. არომა მარკეტინგი (Aroma&Scent Marketing) მომხმარებლის მოხიბვლას არა ვიზუალით, სმენით, შეხებით და გემოთი, არამედ სასიამოვნო სურნელით ახდენს. ის ადამიანში ქვეცნობიერის დონეზე მოქმედებს და სურნელთა თვისებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა განწყობას იწვევს. თითოეული სურნელი ინდივიდუალურია და მათი ზემოქმედება განსხვავდება ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე.
არომა მარკეტინგი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სასიამოვნო სურნელის გავრცელება სივრცეში. ეს არის კომპანიის ბრენდის იდენტურობისა და მარკეტინგული მესიჯების გამოყენების ხელოვნება.
სურნელს შეუძლია ახალი მომხმარებლების მოზიდვა, გაყიდვების გაზრდა, ღირებულების აღქმის ამაღლება, ბრენდის ცნობადობისა და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის აწევა. სურნელს აქვს უნარი გავლენა იქონიოს ქცევაზე და მყისიერად გამოიწვიოს დადებითი მოგონებები.
როდესაც სურნელი ერწყმის სხვა მარკეტინგულ სიგნალებს, მას შეუძლია ბრენდის შესახებ შთაბეჭდილების გაძლიერება და მომხმარებლებთან გრძელვადიანი უხილავი კავშირის დამყარება.
თანამედროვე ცხოვრების წესმა შეარყია ეკოლოგიური ბალანსი, რაც გამოხატულია ობის, ცუდი ბაქტერიებისა და ალერგენების გავრცელებაზე დიდი რაოდენობით.
ჩვენს გარშემო სხდვადასხვა სახის უამრავი ცუდი ბაქტერია ცხოვრობს. შესაბამისად, იმისათვის,რომ აღდგეს ბალანსი, "არომაკო" გთავაზობთ პრობიოტიკების რაოდენობის ზრდას, რათა თქვენი გარემო უფრო სასარგებლო გახადონ!
100%-ით ნატურალური პრობიოტიკებით გასურნელება ანეიტრალებს:
• ცუდ სუნს;
• ასთმის შეტევებს;
• ტოქსიკური ობის სპორებს;
• მტვრის ტკიპა ალერგენებს;
• შინაური ცხოველის უსიამოვნო სუნსა და ქერტლს;
• ხველასა და გაღიზიანებულ ყელს;
• ალერგიულ რეაქციებსა და გაღიზიანებას;
• ინფექციური დაავადებების გადაცემას;
დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ "არომაკოს" ფეისბუქ გვერდს ან ვებ გვერდს www.aromaco.ge
დაუკავშირდით: ტელ. *1818 ან 557 66 18 18