თეგებით ძიება

მიხეილ ცაგარელი 6 ზოდიაქოს ნიშანს აფრთხილებს - თხის რქას რთული, მშვილდოსანს კი იღბლიანი პერიოდი აქვს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიწისა და წყლის სტიქიის ნიშნებს აფრთხილებს და ამ კვირაში დასვენებას ურჩევს. 8 დეკემბრამდე კარგი დროა. ამ პერიოდში მოასწარით ყველა საქმის მოგვარება.

4 დეკემბერს მერკური ტოვებს მორიელს და გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი - აქტიური, ენერგიული, შარმიანი, ქარიზმატული, ინიციატივიანი, კეთილშობილი და კარგი ორგანიზატორი ხართ. ყველაფერი გამოგდით - საქმიანი და პირადი ურთიერთობები. მთავარია ზედმეტი სულსწრაფობის გარეშე იმოქმედოთ.

კურო - ენერგოტონუსის შემცირებას იგრძნობთ, ისეთი აქტიური, ენერგიული და ლიდერული აღარ იქნებით, როგორც ადრე. თუმცა საქმიანი კუთხით პოზიტიური შანსები მაინც გაქვთ. შეიძლება ძველი იდეების რეალიზება მოახდინოთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.

ტყუპები - ერთადერთი, რაც ხელს გიშლით არის სიზარმაცე. არ აჰყვეთ სიზარმაცეს და ზღვარგადასული სიამოვნების მიღების ტენდენციას. შესაძლებლობები ძალიან კარგი გაქვთ, საქმიანი კუთხით, შეიძლება მიიღოთ კარგი ინფორმაცია. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსიც გაქვთ. პოპულარული ხდებით და ვარსკვლავური გაზარმაცების სინდრომი არ დაგემართოთ.

კირჩხიბი - თუ არ გადაიტვირთებით, კარგი პერიოდია საქმისთვის. კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთგაგება მაღალ დონეზე გაქვთ. ძველი იდეა-პროექტებისგან შეიძლება მატერიალური დივიდენდები მიიღოთ.

ლომი - აქტიური, ენერგიული და ქარიზმატული ხართ. შეიძლება ჩაერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, შეიძლება მატერიალური დივიდენდები მიიღოთ, ყველა სფეროში ძლიერი იქნებით. არ გაქვთ უფლება ეს პერიოდი არ გამოიყენოთ, წარმატების არნახული შანსი გაქვთ.

ქალწული - ენერგოტონუსი გეცემათ, ყურადღებით იყავით ჯანმრთელობის მხრივ. საქმიანი კუთხით იმოქმედეთ, შეიძლება გააუმჯობესოთ პერსპექტივები და მატერიალური სარგებელიც მიიღოთ. თუმცა რადგან ენერგოტონუსი იკლებს, შეიძლება მეტად გადაიღალოთ.

სასწორი - ძალიან ელეგანტური და ეფექტური ხართ. წარმატების შანსი მაღალი გაქვთ, შეიძლება იპოვოთ სპონსორი, რომელიც თქვენს იდეებს დააფინანსებენ. პროფესიული წინსვლის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების და შემოქმედებითი უნარების გამოვლენის დროა. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, იმოქმედეთ, თქვენს ხელშია ბედ-იღბალი.

მორიელი - კარგი პერიოდია. ინტუიცია მდგრადი გაქვთ, რაც სწორ არჩევანში გეხმარებათ. მიზანსწრაფვა და ნებისყოფა კარგი გაქვთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და კარიერული განვითარების შესაძლებლობა გაქვთ. ამ კვირაშ მოასწარით ყველაფერი, შემდეგი კვირა ცუდი გექნებათ.

მშვილდოსანი - ყველაზე ეფექტური ნიშანი ხართ, იღბალი თქვენს მხარეს არის, არ უნდა გაჩერდეთ. ენერგოტონუსი ყველაზე მაღალი თქვენ გაქვთ, ყველაფერში გაგიმართლებთ, პირადშიც და საქმეშიც.

თხის რქა - ნეგატიურ ზონაში შედიხართ, შეიძლება ადვილად გადაიღალოთ. მატულობს ფარულ მტერთა ჭორებისა და ინტრიგების ტენდენციები. საქმიანი კუთხით არ არის ცუდი პერიოდი. შეძლებთ საქმეები დაასრულოთ, იდეების რეალიზება მოახდინოთ და მატერიალური მდგომარეობა შეინარჩუნოთ. შემდეგ კვირას უნდა გაჩერდეთ, უფრო რთული იქნება.

მერწყული - ძალიან კარგი კვირა გაქვთ. ხვალიდან საინტერესო იდეების რეალიზების და კონტაქტების დამყარების შანსი გაქვთ, მოლაპარაკებები ძალიან კარგად შეიძლება დასრულდეს. პირადი ურთიერთობებიც ლაგდება. აქტიურად გაიარეთ ეს კვირა.

თევზები - ეს კვირა კარგი გაქვთ, შემდეგი არ იქნება მარტივი და მშვიდად უნდა გაიაროთ. ამიტომ ამ პერიოდში დაასრულეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ქარიზმა მაღალი გაქვთ, ეფექტურები, რომანტიკოსები ხართ. საქმიანი და პირადი კუთხით, ამ კვირაში ყველაფერი გამოგდით.


etaloni.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა