ქალებისთვის დაწესებული უცნაური აკრძალვები - რას არ გაიგებ
ევროპელები მიჩვეულები არიან ქალთან დამოკიდებულების მათთვის გაუგებარი აღმოსავლური ეტიკეტის კრიტიკას, თუმცა თუ კარგად შეისწავლიან, შესაძლოა, არანაკლებ უცნაური და შოკისმომგვრელი წესები საკუთარი ქვეყნის ისტორიაშიც აღმოაჩინონ.
1. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მობილური ტელეფონის გამოყენება
ისრაელის რაბინმა ებრაელი ქალებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მობილური ტელეფონების გამოყენება აუკრძალა. ითვლება, რომ ასეთი საქციელი უარყოფითად მოქმედებს ებრაელი ქალბატონების უბიწოებაზე.
2. ტრანსპორტში შოკოლადის აკრძალვა
ეს აკრძალვა ინგლისში მცხოვრები ქალბატონებისთვის 1900 წლიდან მოყოლებული ძალაშია. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ინგლისელ ქალებს ნებისმიერი ტრანსპორტით მგზავრობის დროს შოკოლადის კანფეტების მირთმევის უფლება არ აქვთ.
3. სუშის მომზადების აკრძალვა
იაპონიაში სუშის მხოლოდ მამაკაცები ამზადებენ. იაპონელებს მიაჩნიათ, რომ ქალის სხეულის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მეტია, ვიდრე მამაკაცის, რაც, რა თქმა უნდა, სუშის მომზადების პროცესშივე გააფუჭებს. მდაა..
4 საცურაო კოსტუმები არ არის
აშშ-ში, კენტუკის შტატში, ქალბატონს საცურაო კოსტუმში გზაზე გასვლის უფლება არ აქვს, თუ 1 - თან არ ახლავს ორი პოლიციელი ან ხელში ნიჩაბი არ უკავია. 2 - თუ 40 კგ-ზე ნაკლებს ან 90 კგ-ზე მეტს იწონის.