თეგებით ძიება

სამსახური VS ოჯახი - როგორ მოვახერხოთ ორ ფრონტზე გამარჯვება?

ვიღაცას სურს, რომ საკუთარი თავი მთლიანად ოჯახს დაუთმოს, ვიღაცა კი ცდილობს მუშაობაში თავით გადაეშვას. რამდენად შესაძლებელია ბალანსის შენარჩინება და ამ ორი საქმის წარმატებით შერწყმა?

როდესაც ოჯახი ერთადერთი პრიორიტეტი ხდება, ხშირად საჭიროა უარი თქვათ ზოგიერთ კარიერულ ოცნებაზე. ამის შემდეგ ქალი მხოლოდ ოჯახისთვის ცხოვრობს, მხოლოდ სახლი და მისი კეთილმოწყობა აინტერესებს და მისი „მე“ უკანა პლანზე გადადის.

როდესაც ასეთი ქალი თავის მეგობრებს ხედავს, რომლებმაც წარმატებულ ოჯახთან ერთად წარმატებული კარიერა შექმნეს, ზოგჯერ, უარყოფითი ემოციები ეუფლება. იგი იწყებს იმაზე ფიქრს, რომ საკუთარი ცხოვრება მსხვერპლად შეწირა. ქმარი პროფესიული თვალსაზრისით იზრდება და ვითარდება, ხოლო მსხვერპლის მდგომარეობაში აღმოჩენილ ქალს სულ უფრო ნაკლებად სიამოვნებს მის გვერდით ყოფნა. ის თავს ბედნიერად არ გრძნობს.

მეორე მხრივ, თუ ქალი კარიერას ირჩევს და მთელ ძალას ტოვებს სამსახურში ტოვებს, ესეც პრობლემებს იწვევს. ენერგია, რომელიც ოჯახისთვის უნდა მიეცა, სოციუმში იხარჯება და საღამოს, სახლში დაბრუნებულს ოჯახისთვის ძალა აღარ აქვს. თანდათანობით, ეს გავლენას ახდენს როგორც ქმართან, ასევე შვილებთან ურთიერთობაზე. ყველა უკმაყოფილოა, რადგან ქალი სახლში მხოლოდ ღამის გასათევად და ძალების აღსადგენად მოდის.

სამუშაო VS ოჯახი - როგორ ავირჩიოთ, რომ არ ვინანოთ?

თუ ფიქრობთ, რომ ერთის არჩევით, აუცილებლად მეორეს დაკარგავთ, უნდა გესმოდეთ, რომ წონასწორობის დაცვა ყოველთვის შესაძლებელია.

ადამიანს პირველ ადგილზე უნდა ჰქონდეს საკუთარი თავი, საკუთარი სურვილები, ინტერესები და საჭიროებები. მნიშვნელოვანია, გამონახოთ დრო და ადგილი ყველაფრისთვის, რაც გიყვართ.

ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ სხვებზე ზრუნვის ძალა და სურვილი გქონდეს. სხვა მდგომარეობაში ადამიანი თავის შებრალებას იწყებს და ყველას ადანაშაულებს იმაში, რომ ცხოვრება ვერ ააწყო. როგორ მოვძებნოთ ეს ბალანსი და როგორ მოვახერხოთ ყველაფრის მართვა?

1. მიიღეთ გადაწყვეტილება და უპასუხეთ კითხვებს:
რა მინდა ?
რატომ მომწონს ეს?
ეს რას მომცემს?
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
რა მოხდება თუ სხვა ვარიანტს ვარჩევ?
ხშირად ხდება, რომ ქალი სამსახურში მიდის, შემდეგ კი საკუთარ გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ეპარება. ის ფიქრებით ოფისსა და სახლს შორის არის, მუდმივად ნერვიულობს და გაღიზიანებულია. შედეგად, არაფერი გამოსდის და ვერაფერს ასწრებს. ბუნებრივია, არაფერი გამოვა, როცა სამსახურში საოჯახო საქმეებზე ფიქრობ და სახლში უფროსის დავალება არ გაძლევს მოსვენებას.
ასეთ დროს აუცილებელია მკაფიო გადაწყვეტილების მიღება. თუ ერთის სასარგებლოდ მეორეზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, მაშინ უნდა აირჩიოთ ის, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია.

2. აღიარეთ რეალობა
პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რომ ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში პრიორიტეტების განსაზღვრა მოგიწევთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც ქალმა ყურადღება უნდაგაამახვილოს, თავად ისაა.
ტყუილად არ ამბობენ, რომ ოჯახის ბედნიერება დედის ბედნიერებაზეა დამოკიდებულია. როდესაც საკუთარ თავს პრიორიტეტს ანიჭებ და საკუთარ კომფორტზე ფიქრობ, ამით ოჯახზე ზრუნავ. ეცადეთ გაიგოთ, რომ , რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ნიჟარაში გაურეცხავი ჭურჭლის დატოვება ტრაგედია არაა - ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია ყველაფრის მოსწრება.
თუ დედა ყოველთვის დაღლილი და გაღიზიანებულია, შეუძლებელია, ეს ოჯახზე არ აისახოს. ამის შემდეგ ურთიერთობები უარესდება და საბოლოოდ, წყდება და მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ კომფორტული და მხიარული კომუნიკაციის დროს.
როდესაც სწაკუთარ განრიგს შეადგენთ, გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო ერთად დასვენებისთვის, ქმართან ურთიერთობისა და შვილთან თამაშისთვის. არაფერი მოხდება, თუ რომელმე საღამოს გრაფიკს გაიადვილებთ და ვახშმად უბრალო ფაფას მიირთმევთ.

3. ზოგჯერ დრო მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაუთმეთ
ისეთი აზრები, როგორიცაა „მე ვარ ცუდი დედა“ ან „მე საოჯახო საქმეებს კარგად ვერ ვუმკლავდები“ ცხოვრების ყველა ასპექტზე უარყოფითად მოქმედებს. ძალიან ბევრი ცხოვრობს თავს მოხვეული სტერეოტიპებით იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს კარგმა დედამ და მეუღლემ და თუ თავს უფლებას მისცემს მეგობრებთან ერთად დრო გაატაროს ან დასასვენებლად მარტო წავიდეს, კრიტიკულ მზერას და საყოველთაო განკითხვას დაიმსახურებს. გახსოვდეთ, რომ ყველას საკუთარი ძალებისა და ენერგიის მარაგი აქვს. ნუ მოგერიგებათ საკუთარი თავისთვის კარგი რაღაცეების კეთება. ჯობს თავი გაანებივროთ, ვიდრე გადაღლილობისა და ნერვიულობის გამო მკურნალობა მოგიხდეთ.
დიახ, თუ ქალი სამსახურში მიდის, მას აღარ შეუძლია ყოველ დილას უგემრიელესი საუზმე აკეთოს ან ყოველ საღამოს ბავშვებს ზღაპრები უკითხოს და ამის მიღება მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ირწმუნოთ, რომ ჭურჭელი და დასუფთავება მოიცდის და სჯობს ეს დრო ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში გაატაროთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გარშემო ნაგვის მთები უნდა იდგეს. ეს ნიშნავს, რომ, შეიძლება დავალებები გაინაწილოთ ან სახლი ერთად დაალაგოთ. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს.

4. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილეთ დასვენებაზე და ჯანმრთელობაზე
ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ძალების აღდგენა, რადგან ქალისთვის ენერგიულ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თავს გაწურული ლიმონივით გრძნობთ და მიზნისკენ ხოხვით მიდიხართ, თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრების ხარისხი უფრო და უფრო გაუარესდება. ამას ყველა იგრძნობს, როგორც სამსახურში მყოფი ხალხი, ასევე ოჯახის წევრები.
იპოვეთ თქვენი ენერგიის წყარო. ეს შეიძლება იყოს სპორტი ან მეგობრებთანურთიერთობა. მთავარია, თავი მხნედ და ენერგიულად იგრძნოთ. ასეთ შემთხვევაში წარმატებით შეძლებთ ოჯახური და სამსახურეობრივი საქმეების შეთავსებას.
ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული დღის განრიგი და ამოცანები გვაქვს. სხვადასხვა პრობლემები, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და ცხოვრებისეული გარემოებები, მაგრამ ყველასთვის მნიშვნელოვანია გააცნობიეროს - იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწროთ და სხვადასხვა სფეროში ბალანსი შეინარჩუნოთ, უნდა დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა, შეწყვიტოთ იმაზე ფიქრი, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ და ზუსტად დაიცვათ მიღებული გადაწყვეტილებები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა