თეგებით ძიება

რა იწვევს კანის დაბერებას და რამდენი ტიპის კანი არსებობს

რა იწვევს კანის დაბერებას და რამდენი ტიპის კანი არსებობს – ამ თემაზე ექიმი კოსმეტოლოგი ქეთი მაჭავარიანი საუბრობს.

როგორ ვლინდება კანის დაბერება?

კანის დაბერების პირველი ნიშნები დაახლოებით 20-25 წლიდან იწყება, მაშინ, როდესაც ჩვენს ორგანიზმში ხდება კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის სინთეზის, სისხლის ცირკულაციის და მეტაბოლიზმის პროცესების შენელება. თავდაპირველად ჩნდება თხელი ხაზები, ხოლო დროთა განმავლობაში ღრმავდება და ვითარდება ნაოჭები. ხდება სიმკვრივის, ელასტიურობისა და მოცულობის დაკარგვა, ვითარდება ფტოზი. კანზე ბევრი მავნე ფაქტორები მოქმედებს, როგორც გარეგანი (ეკოლოგია, ულტრაიისფერი გამოსხივება, ინსოლაცია), ასევე მავნე ჩვევები (ნიკოტინი, ალკოჰოლი, სტრესი და სხვ). ზოგიერთი მათგანი შეუქცევადი პროცესია, ზოგიც შექცევადი.

დაბერების რამდენი ტიპი არსებობს?

დაბერების 4 ძირითადი და 1 დამატებითი ტიპი არსებობს. ესენია:

წვრილნაოჭოვანი ტიპი – როგორც წესი, თხელი, მშრალი კანის შემთხვევაში გვხდება. მიდრეკილია სიწითლისა და გაღიზიანებისკენ.

დეფორმაციული ტიპი – ახასიათებს სახის ოვალისა და კონტურების დეფორმაცია, ძირითადად ვხვდებით “სრულ” ქალბატონებში. ზედმეტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის ხარჯზე კანი მოდუნებული და მოშვებულია, ქუთუთოები ჩამოწეული (დამძიმებული), კისერზე ჩნდება ნაკეცები და გამოხატულია ღაბაბი, თუმცა ასეთ კანზე შესაძლოა ნაკლებად შეგვხვდეს პიგმენტური ლაქები. კანის ფერი შენარჩუნებულია.

კუნთოვანი ტიპი – ძირითადად აზიური ტიპისთვისაა დამახასიათებელი. ასეთ დროს კარგად არის გამოხატული მიმიკური კუნთები, ხოლო კანქვეშა ცხიმოვანი შრე ნაკლებად. კანი უფრო თხელია.

დაღლილი ტიპი – უფრო ბუნებრივია. დამახასიათებელია ტონუსის დაქვეითება. გამოხატულია საცრემლე ღარი, ცხვირტუჩის ნაოჭი, ახასიათებს ტუჩის კუთხეების დაშვება და აღნიშნულ ზონებში ღრმა მიმიკური ნაოჭები.

კომბინირებული ტიპი – ძირითადად ვხვდებით შერეულ ტიპებს, წვრილნაოჭოვან და დეფორმაციული ტიპის კომბინაციას, ან წვრილნაოჭოვანსა და დაღლილ ტიპს. შუა და ქვედა მესამედში რბილი ქსოვილები ეშვება, ხოლო ზედა მესამედში იკვეთება წვრილი მიმიკური ნაოჭები.

კანის ტიპების და დაბერების მიხედვით როგორ მოვუაროთ კანს?

არსებობს თერაპიული, აპარატურული და ინექციური პროცედურები, ინვაზიური და არაინვაზიური. დამოკიდებულია პაციენტზე, მისი კანის მდგომარეობაზე და ფსიქოტიპზე. არსებობენ პაციენტები, რომლებიც უარს ამბობენ ინექციურ პროცედურებზე, ან უბრალოდ ჯერ არ არიან მზად. ამისთვის არსებობს კანის გაახალგაზრდავების ალტერნატიული მეთოდები,რომელიც არანაკლებად ეფექტურია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ასეთ პროცედურებს მიეკუთვნება პილინგები, როგორც ქიმიური, ასევე აპარატურული, სახის კანის სპა მოვლები სახის ლპჯ, ერეფ ლიფტინგი, არაინიექციური მეზო თერაპია და ბევრი სხვა თერაპიული და აპარატურული პროცედურები. თითოეული მათგანი მიმართული არის კანის გაახალგაზრდავებისაკენ, ააქტიურებს ფიბრობლასტებს და ახდენს კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს. ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია ყოველდღიური რუტინა, კანის ტიპის შესაბამისი პროფესიული ხაზებით.

fortuna


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა