როგორ გადავეჩვიოთ სტრესის დროს ჭამას?
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სტრესისგან ხსნას ბევრი ადამიანი მაცივარში ეძებს, რაც ხშირად ზედმეტი კილოგრამებით მთავრდება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სტრესს და განცდებს ჭამის გარეშე გავუმკლავდეთ? ფსიქოლოგების აზრით, ეს ოთხი რჩევა აუცილებლად დაგეხმარებათ.
1. მიიღეთ ვიტამინები
მენიუში დაამატეთ ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტები, რადგან სტრესულ სიტუაციაში ჩვენი სხეული ყველაზე მეტად B, D და C ჯგუფის ვიტამინებს და მაგნიუმს „მოიხმარს“. პირველ რიგში, ყურადღება ამას უნდა მიაქციოთ.
2. ივარჯიშეთ
სპორტული ვარჯიშები სტრესთან გამკლავებაში საუკეთესო დამხმარეა. თავიდან უმჯობესია მარტივი ვარჯიშებით დაიწყოთ - სირბილი, ცურვა, სუფთა ჰაერზე სიარული. ასევე კარგია აერობული ვარჯიშები, რომლებიც სტრესთან მებრძოლი ნორადრენალინის დონეს ზრდიან.
3. დაისვენეთ
იმისთვის, რომ ირგანიზმი სტრესს ეფექტურად გაუმკლავდეს, ძალები უნდა აღიდგინოს. აირჩიეთ რომელიც გირჩევნიათ: მედიტაცია, წიგნების კითხვა, ხატვა..მთავარია სულიერად დაისვენოთ და ამით სიამოვნება მიიღოთ.
4. ისწავლეთ სუნთქვა!
სტრესის ან სიბრაზის მდგომარეობაში ყოფნის დროს ეცადეთ სუნთქვაზე იმუშაოთ. იპოვნეთ მშვიდი და კომფორტული ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაჯდეთ ან დაწვეთ. ჩაისუნთქეთ ერთხელ ან ორჯერ, რომ დაამშვიდდეთ. შემდეგ შეეცადეთ ცხვირით ნელა ჩაისუნთქოთ ისე, რომ გულმკერდი და მუცელი გაიბეროს და ფილტვები ჰაერით აივსოს. შემდეგ დაიწყეთ ნელა ამოსუნთქვა პირით ან ცხვირით (რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტულია). როდესაც ასე სუნთქვას შეეჩვევით, დახუჭეთ თვალები და დაიწყეთ ღრმად სუნთქვა და ეცადეთ ამ დროს რამე სასიამოვნოზე იფიქროთ.