ტესტი: რა არ გყოფნით ბედნიერებისთვის
ჩვენ ვხარაჯავთ დიდ ძალას და დაუზოგავად მივილტვით ოცნებისკენ... ზოგს გამოსდის, ზოგიც ძიებაშია... რადგან არ ყოფნით სათანადო მონდომება, რომელიც დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
როდესაც რაიმე არ გამოგვდის, ხშირად ეს ძალას გვაცლის და არ შეგვიძლია ადგილიდან დაძრა, მაგრამ ჩვენმა ქვეცნობიერმა ყოველთვის იცის, რომელი რესურსი არ გვყოფნის, მოცემულ მომენტში. ის დაუღალავად გვაძლევს მინიშნებებს, მაგრამ ყველა ვერ ამჩნევს ამ ნიშნებს.
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რა გჭირდებათ. მიმართეთ თქვენს ქვეცნობიერს და გაიგეთ რა არ გყოფნით ცხოვრებაში ამ მომენტისათვის!
• დახუჭეთ თვალები და მოდუნდით.
• წარმოიდგინეთ რომ კოსმოსში ხართ,
• შეიგრძენით სიმსუბუქე, ფრენა და სიმშვიდე,
• შემდეგ შეხედეთ ფოტოს, მასზე გამოსახულ პლანეტებს
• რომელი უფრო მოგწონთ?
შემდეგ აირჩიეთ პლანეტა, რომელიც მოგეწონათ, უსმინეთ თქვენს ინტუიციას, მხოლოდ ინტუიცია არის პირდაპირ კავშირში ჩვენს ქვეცნობიერთან!
და შემდეგ ნუმერაციისა და პლანეტის შესაბამისად იხილეთ პასუხები - მზა დიაგნოსტიკა თუ როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება!
1. თუ აირჩიეთ ეს პლანეტა, მაშინ თქვენ არ გყოფნით დასვენება.
შესაძლებელია თქვენ დაგავიწყდათ საკუთარი თავი, მუშაობთ დაუზოგავად, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევთ საკუთარ თავს. შესაძლოა დარღვეული გაქვთ ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის. ამის გამო ენერგორესურსი გეწურებათ და დროა აიღოთ პაუზა. გამოიძინეთ, გაისიერნეთ ბუნებაში. შეისწავლეთ მოდუნების ტექნიკები, მედიტაციები და ამისათვის ყოველდღიურად გამოყავით დრო. ასე თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იყოთ ენერგეტიკულ ბალანსში.
2. ეხლა თქვენ გჭირდებათ ახლობელი ადამიანების ზრუნვა.
აშკარაა, რომ არ გყოფნით სიყვარული და რომანტიკა თქვენს ურთიერთობაში - შესაძლოა დიდ ხანს იყავით მარტო ან მიმდინარე ურთიერთობამ გამოგწურათ ბოლომდე. დაიწყეთ სიყვარულით მზრუნველობა საკუთარი თავის მიმართ. კომპენსირება გაუკეთეთ ყოველივე იმას, რასაც სხვა ადამიანებისგან ვერ ღებულობთ. როგორც კი აღადგენთ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას, მაშინვე დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე.
3. თქვენ არ გყოფნით ყურადღება და მხარდაჭერა.
ამ მდგომარეობას შეყავხართ გამოუვალ მდგოამარეობაში და ამის გამო დეპრესიაშიც კი ვარდებით. იმისათვის, რომ აიმაღლოთ თქვენი ენერგეტიკა, თქვენ უფრო ყურადღებით უნდა მოეპყრათ თქვენს საკუთარ გრძნობებს. თქვენ დაგეხმარებათ ფსიქოლოგიური სფერო, საკუთარ თავში რომ უკეთ გაერკვეთ და გამოიძიოთ მიზეზები თუ რატომ ხდება თქვენს ცხოვრებაში,ის რაც არ მოგწონთ.
4. არ გყოფნით თავდაჯერებულობა თქვენს ძალებში.
ამ მომენტში თქვენ გჭირდებათ თვითშეფასების ამაღლებაზე მუშაობა. ეცადეთ ხშირად შეაქოთ საკუთარი თავი. იქონიეთ საკუთარი მიღწევებისათვის დღიური, დაამატეთ ხოლმე მასში ის საქმეებიც კი რომელიც შეიძლება პატარა მიღწევებადაც ჩაითვალოს, თუნდაც ეს იყოს სახლის გენერალური დალაგება ან ყოველდღიური ყოფითი საქმეები, ჩაიწერეთ და ხშირად შეაქეთ ხოლმე საკუთარი თავი წვრილმანების გამოც კი. დღიური ამაღლებს თვითშეფასებას და ეხმარება უცბად შეიგრძნოთ ენერგიის ამაღლებას.
5. თქვენ არ გყოფნით ახალი ემოციები.
ამაში დაგეხმარებათ ადგილმდეობარეობის ან საქმიანობის სფეროს შეცვლა მრავალფეროვნებისათვის. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გარდაქმნათ თქვენი დღეები.ჩაეწერეთ ცეკვაზე, დაიწყეთ ხატვა. ეს ყოველივე დაიწყებს თქვენი ენერგეტიკის დადებითად შეცვლას და შეგმატებთ ფერად და კაშაკა ემოციებს.
6. თქვენ გჭირდებათ ნამდვილი თავგდასავალი.
ახალი ნაცნობობა, ახალი პროექტები, ახალი მიზნები, მოიქეცით ახლებურად, გარისკეთ ნუ შეგაშინებთ სიახლე და ახალი ნაცნობობის წრე, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ ახალი ემოციების შეგრძნებაში და ახალი ურთიერთობის პოვნაში.
7. ნებისყოფა - აი რა არ გყოფნით.
თქვენ გჭირდებათ უფრო მეტად შეუპოვრობა და მიზეზშედეგობრივი მოქმედებები. იმუშავეთ თვითდისციპლინაზე. მოძებნეთ მიზეზები, რის გამოც თქვენს საქმეებს გადადებთ ხოლმე და ისწავლეთ ორგანიზება გაუკეთოთ თქვენს დროს. იპოვნეთ დამატებითი მოტივაცია თქვენთვის, იმისათვის, რომ მალე მიაღწიოთ მიზნებს.
8. ძლიერი შინაგანი მოთხოვნა გაქვთ მეგობრის ყოლის.
ძალიან გაკლიათ ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც დაგეხმარებოდათ რთულ მომენტებში. პირველ რიგში მოაწესრიგეთ ურთიერთობა საკუთარ თავთან. ეს შეცვლის თქვენს შეხედულებას და მოგცემთ საშუალებას შეამჩნიოთ ის ადამიანები, ვისაც ადრე ვერ ამჩნევდით ან არ ენდობოდით თქვენს გარემოცვაში.