თეგებით ძიება

ამ ქვეყნად ყველა ქალი მშვენიერია - გაიღიმეთ, დაიჯერეთ, რომ შესანიშნავი ხართ!

ამ ქვეყნად ყველა ქალი მშვენიერია - თქვენთვის, ქალბატონებო, პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგანახებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, დედამიწაზე ყველა ქალი ლამაზია, სილამაზე ენერგიაა, რომელიც მოდის თითოეული ჩვენთაგანისგან.

შეგიძლიათ შემეკამათოთ, თუმცა მე შემიძლია დაგიმტკიცოთ რატომ არის ის მშვენიერი და თუ ვერ ამჩნევთ, თუ რატომ ვერ ამჩნევთ ამას, ესეც შემიძლია გითხრათ....

თუმცა პასუხი მარტივად ერთია, ბევრმა ქალმა არ იცის თავად ამის შესახებ...

საკმარისი რწმუნებულებს არა ააქვს საკუთარი შესანიშნავი სხეულის შესახებ და ჩვენ ზუსტად ისე ვხედავთ მათ, როგორც თავად შეუძლიათ წარმოაჩინონ საკუთარი თავი...

სინამდვილეში არც + - კილოგრამებშია სილამაზე....

არც დიდ ტუჩებში, არც მაღალ შხვართალა ფეხებში და წვრილ წვივებში... არც ქერა, შავი, წითური, ჟღალი თმა არ არის სილამაზის სტანდარტი და არც ის ვალენტინო გმოსავს თუ ჩითი....

სილამაზე ენერგიაა, ენერგია რომელიც მოდის თითოეული ჩვენგანისგან...

ყველა ქალი ლამაზია სინამდვილეში, თუ მას, კარგად შერჩეული სუნამოსავით, თან მისი ენერგია დაჰყვება დიდი.

ყოველდღე უთხარით საკუთარ თავს, რომ მშვენიერი ხართ! ნუ დაელოდებით როდის გეტყვიან ამას გარშემომყოფები. თქვენ თავად შეიქმენით განწყობა, თავად გამოხატეთ სიყვარული საკუთარი თავის მიმართ

პირველ რიგში განწყობებს ვქმნით თავად ჩვენ და როდესაც არ ვიშურებთ საკუთარი თავისთვის ღიმილს, სითბოს, სიყვარულს და პატივისცემას, სწორედ მაშინ ვხდებით შესანიშნავი გარშემომყოფთათვის!

ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი პირველი დავალებაა იყოთ ბედნიერი და ეს ბედნიერება სადღაც შორს კი არ ცხოვრობს ან ვინმე სხვასთან, ან ოდესმე თვითმფრინავით სპეციალური რეისით არ ჩამოვა... რომ ბედნიერება თქვენშია, ამ მოცემულ დროს, აქ და ამჟამად და როგორც ახალ წელს უხდება ბრჭყვიალა ლამაზი ნათურები, რათა უფრო საზეიმო იყოს ეს დღე, ასე გვჭირდება შევამჩნიოთ თითოეული წვრილმანი რითაც ლაღები და სავსენი ვართ, რომ აღმოვაჩინოთ, ამოვწიოთ ბედნიერება, რომელიც სადღაც შორს კი არა, რეალურად თქვენში არის...

არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, რა გვაწუხებს თუ გვიკარგავს მოსვენებას, რა და როგორ გვილხინს, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაინახოთ სასიამოვნო, გაიღიმოთ არცთუისე „ბრწყინვალე“ დღედ რომ მიგაჩნიათ იმ დღეს, ვინაიდან თქვენ ხართ ქალი და თქვენი პირველი მისიაა იყოთ მშვენიერი და ბედნიერი...

ხშირად შეიმოსეთ ფერადი კაბებით, კაბები ქალურ ენერგიას აღვივებს მეტად... ხშირად გაიღიმეთ... იცინეთ ყველა ნაკვთით...

ცოტა ჭირვეულიც კი შეგიძლიათ იყოთ, ეს ხომ ასეთი ქალურია.

დაიჯერეთ, რომ შესანიშნავი ხართ! დაიჯერეთ და იყავით ლაღები. სილამაზე არცერთი ნაკვთი არ არის, სილამაზე ენერგიაა, რომლშიც „გადასხმულია“ ბედნიერება... ბედნიერება კი წვრილმანებშია და აღნიშნეთ, იზეიმეთ იგი თქვენში.

დედამიწაზე ყველა ქალი ლამაზია, ყველა ვინც დაუშვა საკუთარ თავში, რომ თავად არის იმ ყველადან ის ერთერთი ლამაზი ქალი!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა