BE POSH Georgia - ლაქშერი ხაზის ნატურალური ქვებისგან დამზადებული ხელნაკეთი სამკაულები
რამ შეიძლება გაალამაზოს ქალბატონები მეტად, ვიდრე ნატურალური ქვებით შექმნილმა სამკაულებმა. ზუსტად ეს იყო ინსპირაციის წყარო, როდესაც იქმნებოდა აქსესუარების ბრენდი BE POSH Georgia.
ნატურალური ქვების ფერთა გამა, მათი ბუნებრივი სილამაზე და ბრწყინვალება, ასევე ის დადებითი თვისებები, რაც მათ ადამიანებისთვის მოაქვთ. ყველაფერი ეს გახდა იმის საფუძველი, რომ შექმნილიყო აქსესუარების ის დახვეწილი ხაზი, რასაც BE POSH Georgia ატარებს.
პროფესიით მუსიკოსმა, ბავშვობიდან მხატვრობაზე შეყვარებულმა ქეთი ქათამაძემ, ბევრჯერ შექმნა აქსესუარი მეგობრებისთვის და საბოლოოდ, რაც დიდი ხნის მანძილზე მისთვის მხოლოდ ჰობი იყო, 1 წლის წინ გადააქცია ბრენდად.
ასე შეიქმნა ქართულ სივრცეში დახვეწილი, ფერთა საოცარი შეხამებით გამორჩეული, ნატურალური ქვებით შექმნილი აქსესუარების ბრენდი, რომელიც საკმაოდ მალე შეიყვარა ხალხმა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
როგორც დიზაინერმა ქეთი ქათამაძემ TIA.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, სამკაულებს მხოლოდ ნატურალური ქვებით და მოოქროვილი საკეთებით ამზადებს.
გთავაზობთ ერთ-ერთ სამკაულს BE POSH-ის 2020/21 შემოდგომა ზამთრის კოლექციიდან - სამაჯური ტიბეტური აქატით (სამთვალა ძი), ნეფრიტით და ოქროსფერი ჰემატიტით. მოოქროვილი საკეტით
სრული კოლექციის სანახავად და შესაკვეთად, ეწვიეთ BE POSH Georgia-ს ფეისბუქის გვერდს.