თეგებით ძიება

10 რამ, რაც ყველა გოგონას დედამ უნდა იცოდეს

გოგონას და ზოგადად, ბავშვის აღზრდა მძიმე საქმეა. ყველა მშობელს სურს, რომ შვილი ყველასადა ყველაფრისგან დაიცვას, მაგრამ ხშირად ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც შეიძლება გოგონების დედებს დაეხმაროს:

1. თქვენი კოსმეტიკა ახლა მისი კოსმეტიკაა
პატარა გოგოებს ძალიან მოსწონთ დედიკოს მაკიაჟით თამაში. დროთა განმავლობაში, უნდა ასწავლოთ, რომ მაკიაჟი რაც უფრო ნაკლებია, მით უფრო უკეთესია, ახლა კი შეუძლია უბრალოდ იხალისოს.

2. „კრიტიკულ დღეებზე“ საუბარი უხერხულია, მაგრამ აუცილებელი
დედას ევალება, რომ გოგონას გაუმხილოს სიმართლე საკუთარი სხეულის შესახებ. მას არ უნდა ერიდებოდეს დედისთვის ასეთი კითხვების დასმა და ამისთვის მზად უნდა იყოს.

3. გაუხანგრძლივეთ ბავშვობა რაც შეიძლება დიდხანს
ბევრ პატარა გოგონას ფაქტობრივად, ფეხის ადგმისთანავე მაკიაჟისა და მობილური ტელეფონის გამოყენების სურვილი უჩნდება, მაგრამ დედის მოვალეობაა, რომ შვილის უდარდელი ბავშვობა ზრდასრულთა სამყაროსგან დაიცვას და ბავშვობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს.

4. შეინარჩუნეთ მისი ურთიერთობა მამასთან
იმ შემთხვევაშიც კი თუ ქმართან გაცილებული ხართ, თქვენმა გოგონამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ის უყვარს. ამრიგად, მომავალში ის თავის გულს პირველივე შემხვედრს არ აჩუქებს.

5. ფრთხილად ესაუბრეთ გარეგნობაზე
თქვენზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამს გოგონა საკუთარ თავს მომავალში. თქვენ მის წარმოსახვაში ქალის სილამაზის იდეალს ქმნით. ერიდეთ მასთან ჭარბი წონის პრობლემებზე საუბარს და დაარწმუნეთ, რრომ მისი სხეული სწორად ვითარდება.

6. დაიცავით ის და ასწავლეთ საკუთარი თავის დაცვა
თანამედროვე მსოფლიოს ძლიერი ქალები სჭირდება. თქვენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის შეიძლება თქვენი იმედი ჰქონდეს, მაგრამ უნდა შეეცადოს პრობლემის დამოუიკიდებლად მოგვარებას, სანამ დახმარებას თქვენ გთხოვთ.

7. შეაქეთ მისი პიროვნული თვისებებისთვის
პატარა გოგონამ კომპლიმენტები მხოლოდ სილამაზის გამო არ უნდა მიიღოს. მან უნდა იცოდეს, რომ გარეგნობას მეტი რამ აქვს. ამიტომ ხშირად უთხარით, რომ ის ჭკვიანი, მამაცი და კეთილია. ეს არის ისეთი რამ, რაც დროთა განმავლობაში არ გაქრება.

8. აჩვენეთ მისაღები საზღვრები ადამიანებთან ურთიერთობისას
დაეხმარეთ გაიგოს, რომ მას ყოველთვის პატივისცემით უნდა მოეპყრონ. ეცადეთ მხოლოდ სიტყვით კი არა, მოქმედებით დაანახოთ რა არის კარგი და რა ცუდი. სიტყვები მალე აივიწყდებათ, ხოლო მოქმედებები ყოველთვის მაგალითად დარჩება.

9. აჩვენეთ პირადი მაგალითი
თქვენს გოგონას ექნება საკუთარი ოცნებები და გააცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია აკეთო ის, რაც ნამდვილად გიყვარს, თუ ამას საკუთარ გამოცდილებას აჩვენებთ. მოუყევით მას საკუთარი თავის შესახებ, გაუზიარეთ ახალი ამბები და ესაუბრეთ წარმატებაზე. ეს მისთის უდიდეს გამოცდილებად შეიძლება იქცეს.

10. ასწავლეთ მას სწორად მოქცევა, როდესაც საქმე ბიჭებს ეხება
ინტელექტი, ინტუიცია და საკუთარ გრძნობების ნდობა - სამივე პუნქტის გათვალისწინებაა საჭირო და ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა