თეგებით ძიება

გაცნობიერებული კვება - როგორ უნდა ჭამოთ ისე, რომ წონაში არ მოიმატოთ?

თუ საკუთარი სხეულის მოსმენას ისწავლით, შეძლებთ ყველაფერი მირთვათ და წონაში არ მოიმატოთ. როგორ? ამას ქვემოთ გიამბობთ.

გაცნობიერებული კვების მთავარი იდეა ისაა, რომ თქვენს ორგანიზმს თქვენზე უკეთ ესმის, სინამდვილეში მშიერია თუ არა. თუ მას არ აიძულებთ, ის ზუსტად იმდენ საკვებს მოიხმარს, რამდენიც ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის არის საჭირო და არც ერთი გრამით მეტს.

პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ ვუსმინოთ. კარგი ამბავია, რომ თქვენ არ უნდა „გადახვიდეთ“ გაცნობიერებულ კვებაზე როგორც დიეტაზე.

თუ თქვენ ყურადღებას მიაქცევთ რას ჭამთ, როგორია საკვების გემო და რას გრძნობთ ამ დროს, გაცნობიერებულ კვებაში უკვე ვარჯიშობთ.

ახლა კი დეტალები.

პირველი ვარჯიში

გაცნობიერებული კვება, როგორც მიმართულება, აშშ-ის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორმა ბიოლოგმა ჯონ კაბატ-ზინმა შექმნა. მან პირველმა შესთავაზა საზოგადოებას მედიტაციის პრაქტიკის სამკურნალო მიზნებით გამოყენება და დაიწყო ცნობიერების პრაქტიკის პოპულარიზაცია.

ცნობილი სავარჯიშო „მარცვალი“ ასევე მისი იდეაა. მის სემინარებზე სტუდენტები პრაქტიკაში იყენებდნენ საკვებისადმი შეგნებულ დამოკიდებულებას და ერთ „მარცვალს“ რამდენიმე ეტაპად მიირთმევდნენ. თქვენც შეგიძლიათ ეს ვარჯიში სცადოთ. შეარჩიეთ ნებისმიერი საკვები, რომელიც გემრიელად მიგაჩნიათ (ხილი, ტკბილეული, ყველი).

დაჯექით კომფორტულად და ვარჯიშისთვის განეწყვეთ. თქვენ მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ.

აიღეთ თქვენი „მარცვალი“ დაათვალიერეთ ისე, თითქოს უცხოპლანეტელი ხართ და ასეთ სახალისო რამეს პირველად ხედავთ. რა ფერია? როგორ გამოიყურება? როგორი გრძნობაა? როგორ გამოიყურება იგი? მხოლოდ ამის შემდეგ ჩადეთ „მარცვალი“ პირში ისე, რომ მისი გემო შეიგრძნოთ. როგორია? რა განიცადეთ? ახალი არომატი იგრძენით თუ არა? გაეცით ამ კითხვებს პასუხი და მხოლოდ ახლა შეგიძლიათ გადაყლაპოთ „მარცვალი“ თან საკუთარ გრძნობებს დააკვირდეთ.

ამ ვარჯიშის სისტემატიური შესრულების შემდეგ, ბევრი აღნიშნავს, რომ ნერვიულობისა თუ მოწყენილობის დროს ჭამის სურვილი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასეთი მედიტაცია, განსაკუთრებით რთულ დღეებში, საშუალებას გაძლევთ დამშვიდდეთ და სტაბილურობის განცდა დაიბრუნოთ. არსებითად, მცირე პაუზა და რამდენიმე კითხვა საკუთარ თავთან საშუალებას მოგცემთ თავი დააღწიოთ საქმეების ორომტრიალს და დაბრუნდეთ მდგომარეობაში, სადაც ნამდვილად შეგიძლიათ საკვებით დატკბეთ. ამ დროს ქრება შინაომები ღირს თუ არა ამის ჭამა, რადგან ნებისმიერ წამს შეგიძლიათ შეჩერდეთ.

თანდათანობით კონტაქტი საკუთარ თავთან სხეულთან უმჯობესდება. უფრო ადვილია საკვების არჩევა, რადგან უკვე აცნობიერებთ საკუთარ მოთხოვნილებებს.

გაცნობიერებული კვების ძირითადი პრინციპები იმაზე მეტყველებს, რომ ცნობიერება არის საკუთარი ყურადღების კონტროლი, მისი გადართვისა და დაჭერის შესაძლებლობა (მაგალითად, ჭამის დროს გაჯეტებზე თამაშით არ გაერთოთ), დარჩეთ საკუთარ სხეულთან კონტაქტში და საკუთარი თავის განსჯა თავიდან აიცილოთ. მაგრამ როგორ შეიძლება ამის პრაქტიკაში გამოყენება? ამას ჩვენ გიამბობთ.

იპოვეთ პროდუქტების ის ვარიანტები და რეცეპტები, რომლებიც არა მარტო გამოკვებავს თქვენს სხეულს, არამედ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.

"ერთხელ ჩვენს კლუბს ჰყავდა საინტერესო კლიენტი - ჩვენი კონსულტაციები უფრო კულინარიულ კლუბს ჰგავდა. ყოველ ჯერზე ვმსჯელობდით იმაზე, როგორ უნდა მოვამზადოთ ქათამი, რომ ნაზი და წვნიანი გამოვიდეს. რომელი სანელებლები უნდა გამოვიყენოთ, რომ ძალიან ცხარე არა, მაგრამ პიკანტური იყოს; როგორ უნდა ავირჩიოთ და შევინახოთ სხვადასხვა პროდუქტი.

საქმე ისაა, რომ მისი ოჯახი მარილის გარდა, სხვა სანელებლებს არ იყენებდა და ამიტომ, ზრდასრულ ასაკში მას სანელებლებით კერძის გაფუჭების ეშინოდა. მისთვის მარიალიანი კერძები მოსაწყენი გახდა და საინტერესო გემოს მხოლოდ ტკბილეულის ხარჯზე იღებდა. სამზარეულოში ექსპერიმენტების შემდეგ ის მიხვდა, რომ უბრალო კერძიდან გაცილებით მეტი სიამოვნება მიიღო. საინტერესო გემოს მისაღებად მას აღარ ჭირდებოდა შოკოლადის ან ფუნთუშების ჭამა და ჩვეულებრივმა საკვებმა დააკმაყოფილა".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა