რატომ იზიდავს ქალი ისეთ მამაკაცს, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა სახის დამოკიდებულება?
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სტატიას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ.
ზოგიერთ სტატიაში შემოგთავაზებთ: კითხვა - პასუხის ფორმატის რუბრიკას, მსმენელისგან დასმულ კითხვებს და ამომწურავ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, რადგან სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც ხდება მსგავსი მოვლენები და ხშირად პირადი ურთიერთობებიდან იმედგაცრუებული ქალი იწყებს ნეგატიურად ფიქრს, თითქოსდა არ უმართლებს, რაც თავისმხრივ თვითშეფასებაზე არაჯსანსაღად აისახება.
აქედან გამომდინარე, ამ ფორმატით სტატიაც ძალიან ინფორმაციული იქნება და შედეგიანი, ვინაიდან, თქვენს ცხოვრებაში პასუხგაუცემელ კითხვებზე დაგაფიქრებთ, მოგეცემათ პასუხი და დაგანახებთ გამოსავალსა და საკითხის მოგვარების გზებს.
ვინაიდან მამაკაცი ქალის სარკეა, იზიდავს მეწყვილეს ზუსტად ისეთს, რომელიც ქალის შინაგან ანარეკლს აირეკლავს, თუ მასში არის რაიმე სისუსტე დასამუშავებელი რაღათქმაუნდა ზუსტად ამ ანარეკლის შედეგი იქნება იმედგაცრუება პირად ურთიერთობაში, თუმცა რთულია არაპროფესიონალური თვალით ქალმა თავის არაცნობიერში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს ჩამალულ შიშებს, კომპლექსებს, ემოციებს, რწმუნებულებებს, რომელიც თავისმხრივ ნეგატიურად აისახება მის პირად ურთიერთობაზე.
მსმენელისგან დასმული კითხვა: რით იზიდავს ქალი ისეთ მამაკაცს, რომელსაც გააჩნია რაიმეს მიმართ დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა?
მამაკაცის მხრიდან დამოკიდებულებაში იგულისხმება: ნარკო, ალკოჰოლის, ასევე აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულება და კიდევ სხვა ბევრი სახის დამოკიდებულება არსებობს...
პასუხი:
ქალი ასეთ მამაკაცს იზიდავს საკუთარი შინაგანი მდგომარეობით. თუ თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც მიჯაჭვულობა აქვს ალკოჰოლის, ნარკოტიკის მიმართ, მოთამაშეა და ასე შემდეგ, ესე იგი თქვენ თვითონ შინაგანად არ გაქვთ ჩამოყალიბებული სწორად მიზნები, რომლის მიღწევაც გსურთ ცხოვრებაში. ერთ მომენტში ფიქრობთ, საკუთარ თავზე, რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხართ და გსურთ ბევრის მიღწევა ცხოვრებაში, ძალიან მაღალ მწერვალზე ასვლა, თან ძალიან ძალიან სწრაფად და ამავდროულად შინაგან ქაოსში ხართ. თქვენ ზუსტად ამ მხრივ უნდა მოძებნოთ დამოკიდებულებებზე პასუხი, გაანალიზოთ თქვენი გაურკვევლობა საკუთარ ,,მე“ ში, როდესაც რაღაცნაირად სწრაფად გსურთ მიაღწიოთ და უცბად ფრენა მწვერვალებზე, იმის ნაცვლად, რომ დაინახოთ თქვენთვის ლამაზი სწორედ მიმართული გზა, რომელზე სვლისას თქვენ იზრდებით და ვითარდებით ცხოვრებაში. ხედავთ რომელი სვლა დაგეხმარებათ წინსვლაში.
მამაკაცები, რომლებიც ჩაითრია დამოკიდებულებებმა, ზუსტად ამ ისტორიას ეძებენ მთელი ძალითა და მონდომებით, როდესაც ნელა კი არ სურთ და ხანგრძლივი სვლა რაიმე მიზნისკენ, არამედ უცბად სურთ ყველაფერი ერთად რათა მთლიანად მოდუნდნენ. ხშირად მათი აზრები ,,მილიონი დოლარის მოგებაზე“ თამაშომანიაზეა მიმართული. ერთისმხრივ ეძებენ იოლად მიღწევის გზებს და მეორეს მხრივ ამ ჩამოუყილებებელი მიზნებით ცხოვრებას უფრო ირთულებენ.
ეს არის მიზეზი ზევით აღნიშნულ კითხვაზე:
როგორ უნდა ებრძოლოთ ამას?
თქვენთვის გააცნობიერეთ და ჩამოწერეთ მომავალი 5 წელი, ნელა, ობიექტურად, რთული და ძნელი გზის გავლით, რომელიც თანხობრივ მიზნამდე მიგიყვანთ, კარიერული სვლისკენ, ან თქვენი საქმის, ბიზნესის განვითარებისკენ. შექმენით რაიმე ღირსეული, მნიშვნელოვანი, რომელიც თქვენც და ადამიანებსაც სარგებელს მოუტანს.
როდესაც ამას თქვენთვის თვალნათლივ დაინახავთ, გაიაზრებთ, თუ დაოჯახებული ხართ ამ მხრივ შეიცვლება თქვენი მეუღლე და თუ ჯერ ძიებაში ხართ ესეთ მამაკაცები თავისით ჩამოგშორდებიან და გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან.