თეგებით ძიება

5 საუკეთესო თმის ნიღაბი, რომელიც ბევრმა არ იცის!

იმისათვის, რომ თქვენი თმა ჯანსაღად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, საჭიროა კვირაში ერთხელ მაინც, თმის ნიღბების გაკეთება.ამიტომ, გთავაზობთ 5 თმის ნიღაბს, რომლებიც მზადდება ნატურალური პროდუქტებისგან.



1.ავოკადოს ნიღაბი

დაგჭირდებათ: მწიფე ავოკადო, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ორი კვერცხის გული. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ, წაისვით თავზე და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ. შედეგს უკვე მეორე-მესამე გაკეთებაზე შეამჩნევთ, - თმა ბზინვარე და დატენიანებული გახდება.


2.კივის ნიღაბი

დაგჭირდებათ 1-2 კივი. ნაყოფი ჩანგლით დასრისეთ და თმაზე წაისვით. კივი მდიდარია E, C, B6, B9 ვიტამინებით და ფოლიუმის მჟავით.


3.კვერცხის გულის და თაფლის ნიღაბი
კვერცხის ორი გული ერთ სადილის კოვზ თაფლს გადაურიეთ. ნიღაბი 30 წთ-ის შემდეგ თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ.


4.ბანანის ნიღაბი

ნიღაბის დამზადება მარტივია. ბანანი ჩანგლით უნდა დასრისოთ და ფაფისებური მასა თავის კანსა და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილოთ. ნიღაბი კვებავს, ატენიანებს და ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს თმას.


5.ეთერზეთების ნიღაბი

ჟოჟობას, ნუშის, ზეითუნის, მზესუმზირის, აბუსალათინის, ბირკის და ნებისმიერი ზეთის, რომელიც სახლში მოგეპოვებათ უნდა შეურიოთ ერთმანეთს. უკეთესი ეფექტის მისაღებად, წყლის აბაზანაზე შეათბოთ. თბილი ნიღაბი თმაზე წაისვით.




Intermedia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა