თეგებით ძიება

რუსეთში კორონავირუსის 28,080 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 28,080 ადამიანს დაუდასტურდა, 488 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექცია სულ 2,653,928 ადამიანს დაუდასტურდა, 2,106,235 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 46,941 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა