თეგებით ძიება

სპონტანური სექსი - იმ შემთხვევაშიც, თუკი დიდი ხნის წყვილი ხართ

მოულოდნელი სექსი - ეს ახლად დაწყებულ ურთიერთობაში ჩვეულებრივი პროცესია, როდესაც ესტროგენი და ტესტოსტერონი ველურდება. მაგრამ, როდესაც დიდხანს ცხოვრობ საყვარელ ადამიანთან, სექსი დასვენების დღეებში გადადის, ხოლო მაქმანებიან თეთრეულს რბილი პიჟამა ანაცვლებს.

დაღლილობა, უამრავი სამუშაო, გასარეცხი ჭურჭელი და ზამთრის კაშნესავით გრძელი საყიდლების სია... შეუმჩნევლად, მაგრამ სექსუალური ცხოვრება კარგავს თავის დატვირთვას. სწორედ სტიქიური სასიყვარულო „სიხარული" აღმოჩნდება ის ჯადოსნური ღილაკი, რომელიც ძველებურ ვნებას კვლავ გაააქტიურებს.

მოულოდნელი სექსუალური კავშირი ინტიმური ცხოვრების საწყისთან დაგაბრუნებთ. თქვენი შეგრძნებების ძველებური სიმძაფრე მაშინვე აღდგება, როგორც კი ის სამზარეულოს მაგიდაზე შემოგსვამთ და ფეხებს მის წელზე შემოაწყობთ.

მართალია, მშვიდ, წყნარ საღამოს საყვარელი სერიალის ნახვა დაგეგმეთ, მაგრამ მოულოდნელად „ცეცხლი აინთო და თამაში დაიწყო“ - ეს ნამდვილი ფოიერვერკია.

ან, მაგალითად, თქვენს დედლაინს ცეცხლი უკიდია, ახალმა თანამშრომელმა მდგომარეობიდან გამოგიყვანათ და ამას დამატებული ახალი კოლჰოტი გახიეთ! მოულოდნელად საყვარელი მამაკაცი სადილის დროს შეტყობინებას გიგზავნით, რა ძლიერ უნდა თქვენთან სექსი. რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად უნდა შეხვდეთ. იყოს თუნდაც მანქანაში. მთავარია, გარე პერიმეტრის კონტროლი შეძლოთ. აბა, მზად ხართ?


სპონტანური სექსი გვაიძულებს, წამიერად დავივიწყოთ ყველა და ყველაფერი, გვიყვარდეს ერთმანეთი აქ და ახლა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად გვაახლოებს რჩეულთან.
შემდეგ კი ძალიან სასიამოვნოა იმის გახსენება, როგორ და რატომ დაგაგვიანდათ სადღაც წასვლა ან რამე სხვა საქმის გაკეთება...



ავტორი: Fun Time


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა