თეგებით ძიება

10 მიზეზი, რატომ უნდა ატაროთ ბავშვი მუსიკაზე

ჩვენ გიამბობთ, როგორ შეუძლია მუსიკას გააუმჯობესოს არა მხოლოდ ბავშვის სმენა და ხმა, არამედ აზროვნება, კოორდინაცია, ლოგიკა და მრავალი სხვა.

რაში სჭირდება ბავშვს მუსიკის გაკვეთილები თუ ის არ აპირებს მუსიკოსობას და არც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ავლენს? პასუხი მარტივია - მუსიკა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ტვინის განვითარებისათვის და ადამიანის წარმატებისთვის ნებისმიერ საქმიანობაში.

მაშ ასე, ნახეთ 10 მიზეზი იმისთვის, რომ ბავშვი მუსიკაზე ატაროთ.

მიზეზი 1. ტვინის განვითარება
დადასტურებულია, რომ მუსიკა თავის ტვინში ქმნის ახალ ნერვულ კავშირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეაქციის სიჩქარეზე, ინფორმაციის აღქმაზე და ათვისებაზე. ამიტომ, რაც უფრო ადრე დაიწყებენ ბავშვები მუსიკის დაკვრას, მით უკეთესად ვითარდებიან და მით უფრო წარმატებულები არიან სკოლაში.

მიზეზი 2. ემოციური ინტელექტი
მუსიკა ასწავლის თანაგრძნობა, საკუთარი და გარშემომყოფების ემოციების ამოცნობას. ამა თუ იმ კომპოზიციის განწყობა შეიძლება მწუხარებასა და აღფრთოვანებას შორის დიაპაზონში იცვლებოდეს. ამიტომ, მუსიკალურ ინსტრუმენტზე რაღაცის დაკვრისას, ბავშვი ემოციების გამოხატვას ტემპის, მოცულობისა და რიტმის გამოყენებით სწავლობს. მუსიკის მოსმენა გეხმარებათ იმის გაგებაში, რისი გამოხატვაც კომპოზიტორს სურდა. ამის წყალობით, ბავშვის ემოციური ინტელექტი უფრო ვითარდება.

მიზეზი 3. კოორდინაცია და ლოგიკა
ფორტეპიანოზე დაკვრის დროს ხელებისა და ფეხების ერთდროული მოძრაობა თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს ააქტიურებს, ეს კი ხელს უწყობს კოორდინაციის, ლოგიკური და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ სხეულის მარჯვენა მხარე დაკავშირებულია ტვინის მარცხენა ნახევარსფეროსთან, რომელიც პასუხისმგებელია ლოგიკაზე, ხოლო სხეულის მარცხენა მხარე ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს უკავშირდება, რომელიც შემოქმედებაზეა პასუხისმგებელი. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ტვინის ორივე ნახევარსფეროს შესანიშნავი ვარჯიშია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას და შეიძლება დადებითად აისახოს კითხვის ტექნიკაცზე.

მიზეზი 4. თვითდაჯერებული ხმა და ჯანმრთელობა
სიმღერა ფილტვების მოცულობას ზრდის და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ის მეტყველებას უფრო თანმიმდევრულს, ხოლო ხმას უფრო თავდაჯერებულს ხდის. ვოკალის გაკვეთილის სიმღერის გარდა, სწორად სუნთქვასაც ასწავლის რაც სისხლის მიწოდებას არამარტო ფილტვებში, არამედ თავის ტვინშიც აუმჯობესებს. ზოგჯერ ექიმები პაციენტებს სიმღერას ფილტვების დაავადების პროფილაქტიკისთვის ურჩევენ. დადგენილია, რომ მმომღერალი ბავშვის ხმა უფრო თავდაჯერებულია, რაც სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესებას უკავშირდება.

მიზეზი 5. გუნდური მუშაობა
მუსიკის ერთობლივი გაკვეთილები (ანსამბლში ან გუნდში) ბავშვს გუნდურ მუშაობას ასწავლის. აქ მნიშვნელოვანია ერთდროულად სიმღერა, რიტმისა და ხმის ერთმანეთთან მორგება. ყველა ნაწარმოებს აქვს წამყვანი პარტია და ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული. ამგვარად, ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების მოსმენას და გაგებას - ეს გუნდური მუშაობის სწავლის საუკეთესო შესაძლებლობაა.

მიზეზი 6. შემოქმედებითი უნარების განვითარება
მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრისა და მუსიკის მოსმენისას ბავშვი წარმოიდგენს გარკვეულ სურათებს, რაც მის წარმოსახვას ავითარებს.
ბავშვი იწყებს იმის შეცნობას, რომ სამყაროს მხოლოდ მზა სქემები კი არა, ფანტაზიის სივრცეც აქვს და სწავლობს სამყაროს აღქმას სხვადასხვა პრიზმების საშუალებით.

მიზეზი 7. ნებისყოფა და დისციპლინა
მუსიკის სწავლა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს: ყველაზე მარტივი მელოდიის დაკვრისთვისაც კი ნოტებისა და აკორდების თანმიმდევრობა, მარჯვენა და მარცხენა ხელის პარიები უნდა ისწავლოთ. ორივე ხელის პარტიების დაკავშირება, რიტმზე მუშაობა და ბოლოს მთელი ნაწარმოების შესწავლა - ამისათვის უწყვეტი მუსაობაა საჭირო. დროთა განმავლობაში, დისციპლინა ნორმა გახდება და ყველაფერში თავს იჩენს.

მიზეზი 8. მათემატიკური უნარების განვითარება
ეს გამოწვეულია იმით, რომ ბავშვი იმახსოვრებს მუსიკალურ ტექსტს, ზუსტად ითვლის და ასრულებს რიტმს, სივრცით აზროვნებს, რომ საჭირო კლავიშებზე ან სიმებზე მოხვდეს. რა თქმა უნდა, მარტივი არაა, მაგრამ ძალიან კარგი ვარჯიშია, ხოლო ლოგიკური აზროვნების განვითარება მუსიკის გაკვეთილებისგან მიღებული კიდევ ერთი სასიამოვნო საჩუქარია.

მიზეზი 9. კონცენტრაცია
მუსიკალური კომპოზიციის წაკითხვა მოითხოვს ერთდროულად, თვალი ადევნოთ ნოტებს, მელოდია დაუკრათ და იმღეროთ. თავიდან შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ისწავლის ბავშვი, მით უფრო კარგად გამოუვა. დროთა განმავლობაში, ახალგაზრდა მუსიკოსი ბევრად უფრო ეფექტურად შეძლებს გაუმკლავდეს არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ საყოფაცხოვრებო საქმეებს.

მიზეზი 10. ადვილად ისწავლის უცხო ენებს
მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ბავშვები-მუსიკოსები შესანიშნავად ფლობენ არა მხოლოდ მშობლიურ, არამედ უცხო ენებსაც. ეს გამოწვეულია იმით, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ტვინის იმავე ნაწილებს ააქტიურებს, რომლებიც მეტყველებაზე არიან პასუხისმგებელნი. როდესაც საქმე ენის შესწავლამდე მივა, ტვინი უფრო ნავარჯიშები და მომზადებული ხვდება.

ბავშვებს მუსიკა სჭირდებათ არა მხოლოდ სცენაზე გამოსვლისა და კლიპების ჩაწერისთვის. ეს საჭიროა ცხოვრების ხარისხისა და სწავლის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და რაც მთავარია, ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა