თეგებით ძიება

გახდით სწრაფად და ადვილად - დიეტა 5 სუფრის კოვზი

მალე ახალი წელი დადგება და ყველას გვსურს, დღესასწაულზე განსაკუთრებულად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ იმისათვის, რომ სადღესასწაულო სამოსი მოირგოთ, წონაში დაკლება არ გაწყენდათ. ჩვენ გიამბობთ, როგორ უნდა დაიკლოთ წონაში ზუსტად განსაზღვრული ულუფებით.

„5 სუფრის კოვზი“ არის კვების სისტემა, რომელიც ორგანიზმს მცირე ულუფებით დაკმაყოფილებას ასწავლის. ზუსტად იმდენით დაკმაყოფილებას, რამდენიც საკმარისია ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. საკვების ოდენობა, რომელიც 5 სუფრის კოვზში ეტევა, არა მარტო შიმშილის გრძნობასსაცხრობს, არამედ ხელს უწყობს კუჭის შევიწროებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც წონის დაკლებაზე ოცნებობს.

დიეტა „5 სუფრის კოვზი“ - კვების ძირითადი პრინციპები

1.ერთ კვებაზე ნებადართულია არა უმეტეს, 5 სუფრის კოვზი ნებისმიერი მყარი ან თხევადი საკვები.
2. შეგიძლიათ მიირთვათ დღეში რამდენჯერაც გსურთ, მაგრამ საკვებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ, 3 საათი.
3. მარილის, შაქრისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.
4.ერთი სუფრის კოვზი დაახლოებით 20-25 გრ. საკვებს იტევს. ეს შეიძლება იყოს თქვენი სახელმძღვანელო წონის ზუსტი გაანგარიშებისთვის.

როგორ დავიკლოთ წონაში „5 სუფრის კოვზი"
1. დიეტა ემყარება ულუფის ზომის გაანგარიშებას, მაგრამ მკაცრი შეზღუდვა რაციონის შემადგენლობაზე არ არსებობს. ასე, რომ შეგიძლიათ საყვარელი პროდუქტები და კერძები მენიუში დატოვოთ.
2. შეგიძლიათ ისაუზმოთ მაკარონით ან ბლინებით, მაგრამ ერთ ჯერზე მიღებული საკვები 5 სუფრის კოვზს ანუ 100-150 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.
3.სასურველია თავიდან აიცილოთ მაღალკალორიული და არაჯანსაღი საკვები. ზედმეტი წონის გარდა, ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიტანთ.
4. იმისათვის, რომ 5 კოვზის დიეტაშედეგიანი იყოს, უნდა მიეჩვიოთ ულუფის შეზღუდვას და ჯანსაღი საკვები შეიყვაროთ. მაღალკალორიული საკვები შეგიძლიათ კვირაში 1-2-ჯერ დილით მიირთვათ და ამასთან, აქტიური ცხოვრების წესს მიჰყვეთ.
5.პირველი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რაციონის შემადგენლობას და ულუფის ზომას. თქვენი სხეული ახალ დიეტაზე „გადაწყობას“ იწყებს და სტრესის დაძლევაში უნდა დაეხმაროთ.

დიეტა „5 კოვზი“ - მიმოხილვები და შედეგები
1.პირველი კვირა ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლების პერიოდია. შეგიძლიათ საძულველ წონას დაემშვიდობოთ, თუ სამსაათიან ინტერვალებს დაიცავთ.
2. დიეტის პირველი 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ 3-5 კგ. მოიცილოთ. იმისათვის, რომ წონისგან უფრო სწრაფად გათავისუფლდეთ, შეგიძლიათ საღამოს მყარი საკვები ერთი ჭიქა კეფირით შეცვალოთ.
3.ასეთი დიეტა ემყარება ჯანსაღი დიეტის პრინციპებს მკაცრი შეზღუდვების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ გახდომას მწვავე შიმშილის გრძნობის გარეშე შეძლებთ.

დიეტა „5 კოვზი“ - მენიუ კვირის განმავლობაში

ასეთი დიეტის მენიუ ინდივიდუალურად, თქვენი პირადი გემოვნებისა და დიეტური ჩვევების საფუძველზე შედგება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჯანსაღი დიეტის 80% ნატურალური პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი და მწვანილი უნდა იყოს. უცხიმო ხორცი, თევზი და კვერცხი ცილის წყაროა, რაც, თავის მხრივ, უჯრედების საშენ მასალას წარმოადგენს.

მოერიდეთ ბევრი ალკოჰოლის მიღებას და უპირატესობა სუფრის მშრალ ღვინოებს მიანიჭეთ.

დღეში 2 ლიტრი სუფთა წყლის მიღება აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ნებადართულია ჩაი და ყავა, მაგრამ თავი შეიკავეთ შაქრის, სიროფებისა და მძიმე კრემისგან.

ერთი კვირის სავარაუდო მენიუ შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

ორშაბათი:
1.საუზმე: შვრიის ფაფა წყალში შაქრის გარეშე 1 ხილის დამატებით.
2.წახემსება: ვაშლი ან გრეიფრუტი.
3.სადილი: წიწიბურას ფაფა (150 გრ) + 100 გრ ორთქლზე მოხარშული ქათმის მკერდი.
4.წახემსება: ერთი ჭიქა უშაქრო იოგურტი.
5.ვახშამი: ბოსტნეულის სალათი.

სამშაბათი:
1.საუზმე: შვრიის ფაფა წყალში შაქრის გარეშე 1 ხილის დამატებით.
2.წახემსება: ბანანი ან პური ყველით.
3.სადილი: წვნიანი + მოხარშული კვერცხი.
4.წახემსება: ერთი ჭიქა კეფირი.
5.ვახშამი: მოხარშული ყავისფერი ბრინჯი (200 გრ).

ოთხშაბათი:
1.საუზმე: ბურღულეული რძით.
2.წახემსება: ცოტა ნუში.
3.სადილი: 200 გრ მოხარშული თევზი.
4.წახემსება: ვაშლი.
5.ვახშამი: ბოსტნეულის სალათა და 2 მოხარშული კვერცხი.

ხუთშაბათი:
1.საუზმე: 2 კვერცხის ომლეტი ტომატით.
2.წახემსება: ყველის ნაჭერი და ნებისმიერი კენკრა.
3.სადილი: წიწიბურას ფაფა (150 გრ) + ნებისმიერი ბოსტნეული.
4.წახემსება: 1 ჭიქა უშაქრო იოგურტი.
5.ვახშამი: 200 გრ ორთქლზე მოხარშული ქათმის მკერდი.

პარასკევი:
1.საუზმე: შვრიის ფაფა წყალში შაქრის გარეშე, კაკლის დამატებით.
2.წახმსება: ვაშლი ან გრეიფრუტი.
3.სადილი: 200 გრ მაკარონი ყველით ან ბოსტნეულით.
4.წახემსება:ჭიქა კეფირი.
5.ვახშამი: ბოსტნეულის სალათი.

შაბათი:
1.საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, ყველის ნაჭერი.
2.წახემსება:1 მუჭა ჩირი.
3.სადილი: ყაბაყის ბლინები.
4.წახემსება: ვაშლი.
5.ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი და 150 გრ მოხარშული საქონლის ხორცი.

კვირა:
1.საუზმე: 150 გრ ხაჭო, 1 კოვზი თაფლი და კენკრა.
2.წახემსება: 1 ჭიქა კეფირი ქატოთი.
3.სადილი: წვნიანი + პურის ნაჭერი.
4.წახემსება: ნახევარი ავოკადო.
5.ვახშამი: ყველის ნაჭერი, ბოსტნეულის სალათი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა