თეგებით ძიება

ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა კარანტინის პერიოდში გაიზარდა

პანდემიით გამოწვეული კარანტინის დროს მსოფლიოში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა.

ინფორმაციას ამერიკელი ექიმების დასკვნებზე დაყრდნობით Medical Xpress-ი ავრცელებს.

”არსებობს მონაცემები, რომ ადამიანები საკარანტინო პერიოდში ჩვეულებრივზე ხშირად სვამენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები 54% -ით გაიზარდა” - განაცხადა ექიმმა მარიან პიანომ, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შედეგებს სწავლობს.

პიანოს განცხადებით, ადამიანებს საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობა აღელვებთ და შვებას ალკოჰოლში ხედავენ. გარდა ამისა, მოწყენილობა და მარტოობა ასევე ხელს უწყობს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას.

ექიმი აცხადებს, რომ ალკოჰოლი ადამიანებს ვირუსის საფრთხეს ავიწყებს და მოდუნებაში ეხმარება, თუმცა შედეგი ხშირად სამწუხაროა. ”მე მინახავს ბარები, სადაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ადამიანებმა უარი თქვეს პირბადესა და სოციალური დისტანცირების პრაქტიკაზე”, - აღნიშნა პიანომ.

გარდა ამისა, ექიმი აღნიშნავს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული მოხმარებით გამოწვეული პრობლემები გახშირდება. კერძოდ, ღვიძლის დაავადებები, სიმსუქნე, გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული დარღვევები და ა.შ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა