თეგებით ძიება
14. 12. 2020 ბიზნესი

ZILFI Handmade - ფატი კახნიაშვილის მიერ გაცოცხლებული ყურძნის მტევნები

#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE კომპანია ZILFI Handmade-ს გაგაცნობთ.

ბრენდი „ZILFI” შეიქმნა 2018 წელს ფატი კახნიაშვილის მიერ და აწარმოებს ხელნაკეთ აქსესუარებსა და სამკაულებს.

ZILFI Handmade - ფატი კახნიაშვილის მიერ გაცოცხლებული ყურძნის მტევნები


ბრენდის კონცეფცია არის ქარული ვაზი და მტევანი. საქართველო ითვლება ღვინის სამშობლოდ და ქვეყანა მჭიდროდ არის დაკავშირებული ვაზის კულტურასთან. შესაბამისად, პროდუქციაში ასახულია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ემსახურება ქვეყნის პოპულარიზაციას.

ბრენდის პროდუქცია საინტერესოა თავისი კონცეფციით როგორც ტურისტული სფეროსთვის, ასევე შიდა ბაზრისთვის (მუზეუმები, ღვინის კომპანიები, სასტუმროები, მარნები და ა.შ.).



ნახევრადძვირფასი, ნატურალური ქვებისგან და სხვადასხვა მეტალისგან (ვერცხლი, თითბერი, ბრინჯაო და ა.შ.) მზადდება სამკაულები, ღვინის ბოთლის აქსესუარები და დეკორატიული ნივთები.

ბრენდის დიზაინერი და დამფუძნებელი წარდგენილია ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულზე კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.



ZILFI Handmad-ი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებში.



ZILFI Handmad-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფეისბუქის გვერდს: ZILFI Handmade


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა