თეგებით ძიება

გიორგი ვაშაძე: ISFED-ის მხრიდან 40 დღიანი დაგვიანება არასწორი იყო, მაგრამ მას თავს არ უნდა დავესხათ

ISFED-ის მხრიდან 40 დღიანი დაგვიანება არასწორი იყო და შეცდომა რომ მოუვიდათ, ამაზე მყისიერად უნდა გაეკეთებინათ განცხადება, როგორც კი ეს გაიგეს, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.


მისი თქმით, ეს მაინც არ არის იმის საფუძველი, რომ “სამართლიან არჩევნებს” თავს დაესხნენ და კატასტროფული ორგანიზაცია უწოდონ.

“ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. ასეთი შეცდომები არ უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს ასეთი სეცდომები არ უნდა ემართებოდეს ისეთ კვალიფიციურ ორგანიზაციას, როგორიც “სამართლიანი არჩევნებია”, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ხდება.მაგრამ, მოხდა და ამასაც თავადაც აღიარებენ. ჩემი აზრით, მთავარი შეცდომაა იქ, რომ როგორც კი შეიტყვეს ამის შესახებ მყისიერად უნდა გაეკეთებინათ განცხადება. 40 დღიანი დაგვიანება სწორი არ იყო “სამართლიანი არჩევნების” მხრიდან.

მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ თავს დავესხათ მას და ვთქვათ, რომ ეს კატასტროფული ორგანიზაციაა და უნდობლობა გამოვუცხადოთ. ამ ორგანიზაციამ პარალელური დათვლის გარდა ძალიან ბევრ დარღვევაზე ისაუბრა. ეს არის მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია და მის მიერ არჩევნებზე დაკვირვება მომავალშიც აუცილებლად დაგვჭირდება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა