თეგებით ძიება

ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსი ძალიან საყურადღებო ვირუსია, მის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ დაუზუსტებელი და შეუსწავლელია

კორონავირუსი ძალიან საყურადღებო ვირუსია, ბევრი რამ ჯერ კიდევ დაუზუსტებელი და შეუსწავლელია, ამიტომ არის პარადოქსული და აუხსნელი მოვლენები, მაგრამ ამის დრო დადგება და ეს ყველაფერი გაირკვევა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ტემპერატურა შეიძლება გაგრძელდეს ერთი კვირა, 10 და 12 დღეც, მთავარი საყურადღებო ნიშნებია, თუ ამ ტემპერატურას თან ახლავს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება, მაგალითად სუნთქვის გაძნელება.

„ნარჩენი ტემპერატურა, 37,2 და 37,3 შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი. ეს ძლიერი ვირუსია და იმუნოლოგიურ ძვრებს იწვევს. თავის ტვინში არსებულ თერმორეგულაციის გზებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომ რამდენიმე კვირის განმავლობაშიც ასეთი ტემპერატურა საგანგაშოდ არ ითლება თუ მას რაიმე სხვა სიმპტომები არ ახლავს.

თუ ტემპერატურასთან ერთად არის ძლიერი სისუსტე, გულის ფრიალი, ქოშინი მაშინ აუცილებელია ექიმს მივმართოთ. თუ ეს სიმპტომები არ არის და დღის განმავლობაში მხოლოდ ფიქსირდება 37,2 და 37, 3 ტემპერატურა, ეს ცხელებად არ ითვლება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6869 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 3077 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა