თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი: კამპანიების აგორება იმაზე, რომ გაიწვიონ ან გამოიწვიონ ელჩი, არაფერს არ მოგვცემს, მათი კრიტიკის გამო ნიკა გვარამიას დაგმობას ვერ გავიზიარებ

ნიკა გვარამიას მოვალეობაა რომ თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამიტომ მის დაგმობას ვერ გავიზიარებ. მან ძალიან სწორი ფაქტი შეატყობინა ქართულ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზოდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ის „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების გაკრიტიკების გამო ვერ დაგმობს. სააკაშვილის განცხადებით, კამპანიების აგორება, რომ ჩვენ ვიღაცას მივაწვდით ინფორმაციას, რომ გაიწვიონ ან გამოიწვიონ ელჩი არაფერს არ მოგვცემს.

„ჩვენ უნდა დავკონცენტრირდეთ ჩვენს თემებზე. ელჩი არის შემსრულებელი, როდესაც არის პოლიტიკური დაკვეთა. შეიძლება იყოს უკეთესი ან უარესი ელჩი. შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი ელჩი, შეიძლება იყოს ელჩი იდიოტიც. მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ არის რამე პოლიტიკა დედაქალაქების დონეზე, ეს ელჩები ამაზე რეგირებენ. თუ პოლიტიკა არ არის, ადგილზე თავად იღებენ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა არ შეიძლება გამორიცხო ლობიზმის ელემენტები, რომელიც ყოველთვის არის, ან ზოგჯერ არის ესეც. მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა დავიციკლოთ, თუ ჩვენ ვიქნებით ბევრნი, თუ ჩვენ ვიქნებით ორგანიზებულები, ჩვენ ვიმოქმედებთ სწორად და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ჩვენს მხარეს. თუ ჩვენ თვითონ არ ვიბრძოლებთ ჩვენთვის მაშინ ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ვიბრძოლებთ და ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ნიკა გვარამია პატრიოტი ადამიანია, რომელიც იბრძვის მარტო და უფრო მეტი მხარდამჭერი სჭირდება. „ნიკა გვარამიას ანტიამერიკელობა არ გაიშვას,მინისტრობიდან გაგვექცა ისე უნდოდა ამერიკაში სწავლა. ის ამერიკის ფანია და ფანატია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა