თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძე ექიმების ხელფასებზე: თითოეული კლინიკა ვალდებულია გაითვალისწინოს ხელფასის მატების ის კოეფიციენტი, რომელიც ჩადებულია დადგენილებაში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ექიმების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილება ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში გამოიცა და თითოეული კლინიკა ვალდებულია გაითვალისწინოს ხელფასის მატების ის კოეფიციენტი, რომელიც ჩადებულია დადგენილებაში.

„ექიმების ხელფასებთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში გამოვეცით დადგენილება, სადაც თითოეული კლინიკა ვალდებულია გაითვალისწინოს ხელფასის მატების ის კოეფიციენტი, რომელიც ჩადებულია დადგენილებაში. ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ექიმებთან კომუნიკაციისთვის, თუ რომელიმე შემთხვევაში არ დაკმაყოფილდება მათი ის სტანდარტი ხელფასების, რომელიც ჩვენგან არის მითითებული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა