თეგებით ძიება
15. 12. 2020 ბიზნესი

„გლობალ პროდაქტსი“ - ხარისხი, ინოვაცია, მომსახურება - სიახლე ქართულ ბაზარზე

#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE კომპანია Global Products გაგაცნობთ.

კომპანია „გლობალ პროდაქტსი“ ქართულ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. მიუხედავად რთული პერიოდისა, თავის დამკვიდრებას საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი მოკლე დროში.

„გლობალ პროდაქტსი“ არის საკვები პროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანიამ ხუთი თვის განმავლობაში იმაზე მეტს მიაღწია ვიდრე ეს დაგეგმილი ჰქონდა. კერძოდ, დაიმკვიდრა თავი დასავლეთ საქართველოს ყველა სავაჭრო ობიექტში.

„გლობალ პროდაქტსი“ - ხარისხი, ინოვაცია, მომსახურება - სიახლე ქართულ ბაზარზე


კომპანიის 3 ძირითადი პრინციპია:

1) ხარისხი - გთავაზობთ ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.
2) ინოვაცია - ინოვაციური სიახლეები, მარტივი პლატფორმა.
3) მომსახურება - შეკვეთების უმოკლეს ვადებში მიწოდება

კომპანიის ძირითადი პროდუქცია გახლავთ კვების ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ზეთი, მწნილი, ტომატი, სოუსი, კონსერვი, მურაბა და ტკბილეული.

„გლობალ პროდაქტსი“ ამ ეტაპზე თანამშრომლობს თურქეთთან და რუსეთთან, თუმცა სამომავლოდ გეგმავს საიმპორტო ქვეყნების სიის გაზრდას.

ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი ბრენდებია “Yonca”, რომლის ძირითადი ნაწარმია უმაღლესი ხარისხის ზეთი, მწნილეული და ტომატი; “Ozgur”, რომელიც გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის ქიშმიშს; „Dymka” - პრემიუმ ხარისხის ორცხობილები, ვაფლები, დონატები და სხვა მრავალი.

კომპანია საკმაოდ სწრაფად ვითარდება, მიუხედავად რთული ჟამისა, გეგმავს მოიცვას მთელი საქართველო და გახდეს სფეროს ერთ-ერთი ლიდერი.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ "გლობალ პროდაქტსის" ფეისბუქ და linkedin გვერდებს ან ვებ გვერდს:www.globalproducts.ge

კომპანიის მისამართია: ბათუმი, ზედა ღელის ქუჩა. N 14; დაუკავშირდით: 551 771 717


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა