თეგებით ძიება

სანტა კლაუსისა და ელფის ფორმაში გადაცმულმა სამართალდამცავებმა ავტომობილის გამტაცებლები დააკავეს

სანტა კლაუსისა და ელფის ფორმაში გადაცმულმა პოლიციელებმა მანქანის ორი გამტაცებელი დააკავეს. შემთხვევა კალიფორნიაში, რივერსაიდში მოხდა.

მსგავსი პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე წლის წინ დაინერგა. შენიღბული სამართალდამცავები სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მორიგეობდნენ, რათა ქურდები დაეჭირათ.

10 დეკემბერს სანტამ და მისმა ელფმა სამი საეჭვრო პირი შენიშნა. უკან გაყვნენ და გამოიჭირეს, როცა ისინი პარკინგიდან ავტომობილის მოპარვას ცდილობდნენ. ოფიცრებმა, მიუხედავად დამნაშავეების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, მათი დაკავება ადგილზე შეძლეს.

მოგვიანებით სამართალდამცავმა უწყებამ ქურდების დაკავების კადრები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ აპატიმრებენ სანტა და მისი ელფი დამნაშავეებს. სამიდან ერთ–ერთმა დამნაშავემ გაქცევა შეძლო, თუმცა, ის უკვე იდენტიფიცირებულია და შესაბამისი სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა