თეგებით ძიება

არც ერთი ნაგებობა არ იყო დასრულებული და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ – კახა კალაძე

გვინდა, გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო, მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი დასრულებული სახლებიდან გამოიყვანა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული, იყო მშენებარეები და, რა თქმა უნდა, მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამას ადასტურებს კადრები, ფოტომასალა. ფოტოებზე ჩანს შენობებზე არსებული თეთრი ფურცლები. ესაა ის წერილობითი მოთხოვნები, დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აღიკვეთოს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.


"იმედინიუსი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა