Content Lab • კონტენტ ლაბი - სტარტაპი, რომელიც ყველა ბიზნესს საქმეს გაუადვილებს
ქართული სტარტაპების რიცხვს, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე შეემატა.
"Content Lab" ორი მეგობრის, თაკო ახვლედიანისა და სოფო ბუაძის წამოწყებაა, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს საინტერესო, კრეატიულ და რაც მთავარია, გამართული კონტენტის შექმნას სთავაზობს ბლოგებისა და სტატიების სახით.
- როგორ გაჩნდა იდეა?
- იდეა დაგვებადა უშუალოდ ჩვენი გამოცდილებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. მეც და სოფოც სხვადასხვა ორგანიზაციაში მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობთ და ხშირად ვლაპარაკობდით თუ რა რთული მოსაძებნია ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გამართულ, კრეატიულ, საინტერესო კონტენტს შემოგვთავაზებდა ჩვენი ვებ-გვერდისთვის, ბლოგისთვის, სტატიისთვის თუ სხვა. მოგეხსენებათ, ბლოგი და სხვა ტექსტუალური ნაწილი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. Ასევე,მნიშცნელოვანია ის ფაქტი, რომ ბლოგი საშუალებას იძლევა, მომხმარებელს საინტერესო კუთხით დავანახოთ პროდუქტი. Სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეღრმავებინა ცოდნა ამ მიმართულებით და შეგვეთავაზებინა ბიზნეს სექტორისთვის სრული, გამართული მომსახურეობა. Მე და სოფომ შევიმუშავეთ სისტემა, რომელიც ვფიქრობთ საკმაოდ მოსახერხებელი და მარტივია, იმისთვის, რომ შეიქმნას სრულფასოვანი კონტენტი.
- Რა ეტაპებს გადიხართ სასურველი შედეგის მისაღწევად და როგორ ქმნით კონტენტს?
- Პირველ რიგში, კომპანიის საჭიროებებს ვისმენთ, ვაყალიბებთ კონკრეტულ მიზანს, თუ რისი მიღწევა სურთ და შემდეგ გვაქვს ეგრეთ წოდებული ,,ბრეინ შტორმინგი” ვიფიქრებთ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებით რა შეიძლება დავწეროთ და დამკვეთის მომხმარებლამდე მარტივად და საინტერესო ენით მივიტანოთ სათქმელი. Მნიშვნელოვანია, შინაარსის ისე გადმოცემა, რომ მკითხველისთვის დამღლელი არ იყოს და პირიქით, მცირე ისტორიებით მიეწოდოს მთავარი სათქმელი. Შემდეგ უკვე იწყება ქოფირაითინგი, ტექსტის შექმნა. Დასრულებულ ტექსტს კი, რა თქმა უნდა, კორექტურას ვატარებთ, იმისათვის, რომ იყოს გრამატიკულად გამართული.
Გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვიზუალური ნაწილიც. Სწორედ ამიტომ, დამატებით ვთავაზობთ გრაფიკული დიზაინერის მომსახურებას, რომელიც კონკრეტული კონტენტისთვის შემქმნის შესაბამის ვიზუალებს. Გარდა საძიებო სისტემასთან ოპტიმიზაციისა, ბლოგს შეუძლია გავლენა იქონიოს მკითხველის ქცევაზე და გადააქციოს ის მომხმარებლად.
- რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა? რას სთავაზობთ მომხმარებელს და რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ?
Ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სერვისი, რომელიც საქართველოში საკმაოდ ძნელად თუ მოიძებნება. კომპანიებს შეუძლიათ ერთ სივრცეში, ჩვენთან, შეუკვეთონ კონტენტ სტატიები თუ ბლოგები, რომელიც ყველა საჭირო ეტაპს გადის იმისთვის, რომ იყოს სრულყოფილი, შემოქმედებითი და საინტერესო მომხმარებლისთვის. ასევე, ვთავაზობთ აღნიშნული კონტენტისთვის გრაფიკული დიზაინების მომზადებას", - აღნიშნა სოფო ბუაძემ TIA.GE-სთან საუბრისას.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Content lab-ის წარმომადგენლებს ფეისბუქის გვერდზე