ბაოს სამზარეულო - გამოიძახეთ უგემრიელესი, ოჯახში დამზადებული სადილი, მორგებული ყველანაირ გემოვნებაზე
ბაოს სამზარეულო - შეგიძლიათ გამოიძახოთ უგემრიელესი, ოჯახში დამზადებული სადილი, მორგებული ყველანაირ გემოვნებაზე.
ბაოს სამზარეულო გთავაზობთ საგვარეულო რეცეპტებით დამზადებულ უგემრიელეს, ორი სახის ნიგვზიან საწებელს, დამზადებულს კონსერვანტების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ "ბაოს სამზარეულო" ჯერ სულ ახალი კომპანიაა, მათ სახელს არა ერთი კეთილი საქმე უკავშირდება.
"კვირაში ორჯერ ჩამაქვს ცხელი სადილი ეკლესიაში და ვურიგებ უპოვრებს, ვეხმარები ორ მოხუცს კვირაში ორჯერ, მიგვაქვს ორი დღის სამყოფი სადილი რამე ხორციანი გარნირით, კომპოტი, პური. ასევე, სადილის ნარჩენებით ვკვებავ ქუჩის ძაღლებს. ძაღლი მომიკვდა ორი თვის წინ და ძალიან განვიცადე. ახლა ამ სიყვარულს ქუჩის ძაღლებს ვუნაწილებ და ვცდილობ გამოვკვებო გარეთ დარჩენილები", - აღნიშნა "ბაოს სამზარეულოს" დამფუძნებელმა TIA.GE-სთან.
"ბაოს სამზარეულო" გაძლევთ საშუალებას, მათი მეშვეობით, გააგზავნოთ ცხელი სადილი ნებისმიერი ქვეყნიდან, თბილისის მასშტაბით.
"დავეხმაროთ ჩვენს მარტოხელა მოხუცებს რომლებსაც გადაადგილების საშუალება და უნარი არ აქვთ, ექიმებს, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან, კოვიდით დაავადებულებს, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან, ვაკეთოთ სიკეთე ერთად მათთვის ვისაც ეს მართლა ესაჭიროება"
მენიუში შედის ცხელი ოჯაში გაკეთებული სადილი:
1- წვნიანების ფართო ასორტიმენტი
2- სხვა და სხვანაირი ხორციანი კერძი გარნირით და საწებლით
3- ხილის კომპოტი
4- ხილი
5- სალათი
ასევე, ვიღებთ სპეც შეკვეთებსაც, - 25 დეკემბრამდე კი შეგიძლიათ საახალწლო შეკვეთებიც განახრციელოთ.
დამატებითი ინფორმაცის მისაღებად, დაუკავშირდით ნომერზე: 592 77 65 67 ან ეწვიეთ ფეისბუქის გვერდს: "ბაოს სამზარეულო"