თეგებით ძიება

დააკავეს პოლიციელი, რომელმაც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლა

პოლიციელი, რომელმაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლა, დაკავებულია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.

მკვლელობა, 25 დეკემბრის ღამეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

კამათი, საავადმყოფოს დირექტორსა და თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ივანე ზანდარაშვილს შორის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ოჯახში, სუფრასთან დაიწყო.

კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა და სოფელ იყალთოს ცენტრში, მკვლელობით დასრულდა.

ხელში დაიჭრა, თავად მასპინძელი, ლევან ბერძენაშვილიც.

საქმეს მკვლელობის ფაქტზე, კახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა