Handmade by Sophie - დამწყები დიზაინერი, რომელიც მომხმარებლებს სიყვარულით შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარებით ანებივრებს
სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE დამწყებ დიზაინერს, სოფო გაბისკირიას გაგაცნობთ, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვანი სადღესასწაულო და სასაჩუქრე ხელნაკეთი აქსესუარებით Handmade by Sophie ანებივრებს.
Handamde by sophie - არის ჩემი ხელნაკეთი ნივთების პატარა სამყარო, რომელიც სულ რაღაც ორი თვის წინ დავიწყე... ეს არის ჰობი, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. როდესაც უკვე შესრულების ხარისხი დავხვეწე გადავწყვიტე საკუთარი ფეისბუქი შემექმნა.. ჩემი გატაცება - ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება მალევე იქცა ძირითად საქმიანობად. ამის კეთება მაძლევს სულიერ სიმშვიდეს და შინაგან ჰარმონიას, და იმდენად დადებითად ვიმუხტები შემოქმედების დროს რომ მუშაობის პროცესში საერთოდ არაფერზე ვფიქრობ... ეს ჩემთვის დღეს ბევრს წარმოადგენს უკვე, მივხვდი რომ კარგია როდესაც რაღაცას ქმნი საკუთარი ხელებით, საოცარი განცდაა.
- სოფო, უფრო კონკრეულად, რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
- ჩემი გვერდი ერთ რამეზე არ არის ორიენტირებული, სხვადასხვა ნამუშევრების ფონზე ის მრავალპროფილურია. მე როგორც სტარტაპელი, პირველ ნაბიჯებს ვდგამ და მაქვს სურვილი გადავინაცვლო დიდ სამყაროში და გავუზიარო ადამიანებს ყოველი ჩემი შემოქმედების სათითაო დეტალი. სწორედ მრავალფეროვნებაა ის რაც უყვარს მიმხმარებელს, ამიტომ გადავწყვიტე სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის გაკეთება, სადაც განვათავსებდი ჩემს ნამუშევრებს და ჰობი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ ვაქციე.... საკუთარი დანაზოგით საწყის ეტაპზე საჭირო მასალა შევიძინე, შეკვეთების რაოდენობის ზრდით უკვე ახალ ნივთებს გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხით ვამზადებ.. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. ზოგჯერ წინასწარ არც კი ვიცი რა გამოვა, მუშაობის დროს ვხვდები რომელი დეტალია საჭირო და შეიძლება ისეთი რამ გამოვიდეს რაც თავიდან არც მქონდა ჩაფიქრებული. ხელები თვითონ ქმნიან, მე კი მივყვები მათ...
ვფიქრობ რომ ადამიანი ბოლომდე უნდა მიჰყვეს თავის იდეებს, ნებისმიერ დროს შეიძლება წარმოიშვას გადაულახავი პრობლემები მაგრამ შრომის შედეგად აუცილებლად შეძლებს შედეგის მიღებას რასაც მიზნად ისახავდა, მთავარია მონდომება და მოტოვაცია. იმედი მაქვს სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება ბაზარზე ჩემი ნამუშევრები, აუცილებელია მიზანდასახულობა და ბევრი დაუზარელი შრომა, და აუცილებლად მთავარია - აკეთო სიყვარულით...
დაინტერესების შემთხვევაში, სოფოს ნამუშევრების სანახავად, ეწვიეთ მის ფეისბუქის გვერდს Handmade by Sophie