თეგებით ძიება

"ოცნება" კორუფციულ გარიგებებში ამხილეს - "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" სკანდალური ანგარიში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პარტიული შემოწირულობების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდო კორუფციის ნიშნები იკვეთება.

როგორც კვლევიდან ირკვევა, პირები, რომლებიც ოცნების შემომწირველები იყვნენ, გამოცხადებულ ტენდერებს იგებდნენ თანხას ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით უკან მეტობით იბრუნებენ:

"როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 68 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, ასეთი შემოწირულობების ოდენობა 3 მილიონამდეა, ხოლო შემომწირველების გარემოცვის სახელზე დადებული სატენდერო ხელშეკრულებები 70 მილიონამდე აღწევს:

"მმართველ პარტიას სწირავენ თანხებს და ვხედავთ, რომ ისინი არიან მსხვილი კონტრაქტორები სახელმწიფო შესყიდვებში. 2020 წლის განმავლობაში ასეთმა კომპანიებმა 70 მილიონი ლარის ტენდერები მიიღეს, როდესაც მათ 2-3 მილიონი შესწირეს", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა.

ცნობისთვის, კვლევის მიხედვით შემოწირულობათა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილს "ოცნება" იკავებს, მეორეს "ლელო", მესამეს კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა