თეგებით ძიება

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ Facebook-ზე გაავრცელა.

„საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით - 2021 წლის 16 იანვრიდან, სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათის ნაცვლად საღამოს 18:00 სთ-დან დაიწყება და დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

კომენდანტის საათის დაცვა 18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შემომსვლელთათვის სავალდებულო ხდება: გამომგზავრებამდე (ტესტი აღარ გაკეთდება საფრანგეთში შემოსვლისას), 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR - ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება", - აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა