თეგებით ძიება
15. 01. 2021 მსოფლიო

მაკოლეი კალკინი "მარტო სახლში 2"–დან დონალდ ტრამპის ეპიზოდის ამოჭრის იდეას იზიარებს

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ მსახიობიც იყო (ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც) ალბათ ყველასთვის არის ცნობილი.
მას სხვადასხვა ფილმში ათამდე ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული. მათ შორის არის "მარტო სახლში 2", სადაც კევინი ნიუ იორკში მარტო მიემგზავრება, სასტუმროში შესულ აღტაცებულ ბიჭს კი ერთ–ერთ კითხვაზე პასუხს სწორედ დონალდ ტრამპი სცემს და რეგისტრატურისკენ მიმავალ გზას ასწავლის. ამერიკელები ამ ფილმიდან ტრამპის ეპიზოდის ამოღების იდეით გამოდიან. "ტვიტერის" ერთ–ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ტრამპის ეპიზოდი ამოჭრილია. კევინის როლის შემსრულებელმა, მაკოლეი კალკინმა კი მას კომენტარი – "ბრავო" დაუწერა. როგორც ჩანს "კევინი" იდეას სრულიად იზიარებს.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა