თეგებით ძიება
15. 01. 2021 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: „ვაქცინაციის სერტიფიკატი“ მოგზაურობისთვის სავალდებულო დოკუმენტად ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა აღიაროს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოგზაურობის განახლებისთვის „ვაქცინაციის სერტიფიკატის“ დამკვიდრების ინიციატივას მხარი დაუჭირა.

"მივესალმები საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მიეცეს თავისუფლად მოგზაურობის საშუალება იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინა გაკეთებული ექნება. ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არის საჭირო სამედიცინო ცნობა, რომელიც მოგზაურობისთვის სავალდებულო დოკუმენტად ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა აღიაროს", - განაცხადა ურსულა ლაიენმა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, ვაქცინირებული ადამიანებისთვის სამოგზაურო წესების გამარტივება მოითხოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა