თეგებით ძიება

არანაირი სამთავრობო ცვლილება არ არის დაგეგმილი - კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, არანაირი სამთავრობო გადაადგილება დაგეგმილი არაა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არის მიზანმიმართული ჭორები. 2011-12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ამ ტიპის ჭორები ყოველთვის იყო, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, ადამიანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია - ჭორები, ინტრიგები, მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტულ პარტიაზე და პოლიტიკოსზე.

თუ რაიმე ცვლილება იქნება მოსალოდნელი გუნდში, ამაზე საუბარი იქნება, მალულად ამაზე საუბარს არავინ აპირებს. ეს ყველაფერი საზოგადოებაში ცნობილი იქნება, არანაირი ცვლილება და არანაირი სამთავრობო გადაადგილებები დაგეგმილი არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა