თეგებით ძიება
15. 01. 2021 მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსს 2,009,441 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,009,441-ს მიაღწია. worldometers.info-ს მონაცემებით, გლობალურად, სიკვდილიანობით პირველ ადგილას აშშ-ია, სადაც ვირუსს 398,948 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 207,183 ლეტალური შემთხვევით მეორე ადგილას ბრაზილია იკავებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში covid-19-ით დაავადებულია 93,861,080 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს, მას მოსდევს ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.

კორონავირუსისგან 67,029,564 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა