თეგებით ძიება
20. 01. 2021 COVID - 19

ბიძინა კულუმბეგოვი ქართველ მილიონერებს მიმართავს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ მდიდარი ქვეყნების ნაწილმა, როგორიცაა ისრაელი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და აგს-ი, ჯერ კიდევ ვაქცინების შექმნის დასრულებამდე, წინასწარ მილიონობით დოზა შეიძინეს, საქართველომ კი ამ მხრივ დააგვიანა.

ბიძინა კულუმბეგოვი ისურვებდა, რომ ქართველ მილიონერებს თუნდაც ერთი მილიონი დოზა ვაქცინა ეჩუქებინათ საქართველოსთვის.

“ისრაელმა და ამ ტიპის ქვეყნებმა, ქუვეითი იქნება თუ არაბთა გაერთიანებული საამიროები ან საუდის არაბეთი, მათ წინასწარ ქონდათ ხელშეკრულებები დადებული. მათ მილიონები გადახდილი ჰქონდათ არ არსებულ ვაქცინებში. ამ თვალსაზრისით ჩვენ დავაგვიანეთ. ერთხელ ვისურვე და კიდე გავიმეორებ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის არაერთი მილიონერი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეეძლო ეს საჩუქარი გაეკეთებინათ ქვეყნისთვის და ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თუნდაც ერთი მილიონი დოზა, თავისი კონტაქტებით და ფინანსებით ქვეყნისთვის ეჩუქებინათ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა