თეგებით ძიება
20. 01. 2021 COVID - 19

არ არის რეკომენდირებული წყლის მიღება დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით ავადმყოფობის პიკის დროს - დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა დიდი რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს.

ექიმი ამბობს, რომ ეს მოსაზრება მცდარია და ზედმეტად ბევრი სითხის მიღება ორგანიზმისთვის არამიზანშეწონილია.

„არ ვიცი ეს აზრი საიდან მოვიდა, პირიქით ზედმეტი წყლის მიღება დიდი რაოდენობით არ არის მიზანშეწონილი. არ არის რეკომენდირებული ძალიან დიდი რაოდენობით წყლის მიღება დაავადების, განსაკუთრებით კი ავადმყოფობის პიკის დროს. იმიტომ რომ ეს იწვევს გადატვირთვას. რთულად რომ არ ვისაუბროთ არ არის სასურველი, პირიქით არანაირად ზედმეტი სითხე არ მიიღოთ.

საჭიროა სუნთქვითი ვარჯიშები და ამავე დროს, 3 თვის განმავლობაში, კარგი იქნება, თუ გაიკეთებენ კვლევებს. შემდეგ რეკომენდაციებსაც ექიმი ამ კვლევებიდან გამომდინარე მისცემს“, - განაცხადა „დღის კურიერთან“ საუბარში დავით გადელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა