თეგებით ძიება
21. 01. 2021 ბიზნესი

სამედიცინო ცენტრი სმენის სახლი - სარეაბილიტაციო, სადიაგნოსტიკო და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა

სამედიცინო ცენტრი სმენის სახლი - გთავაზობთ სმენის სარეაბილიტაციო, სადიაგნოსტიკო და ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას.

რა არის სმენის სახლი?
სმენის სახლი პირველი პედიატრიული სმენის ცენტრია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. აქ, ერთ სივრცეში, სმენის სირთულეების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს შეუძლიათ მიიღონ მაღალხარისხიანი დიაგნოსტიკური, აუდიოლოგიური და სარეაბილიტაციო მომსახურებები, შეარჩიონ მომხმარებლის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ უპირატესობებზე მორგებული თანამედროვე სასმენი აპარატები და სმენის სხვა დამხმარე ტექნოლოგიები.

"კომპანია 2020 წელს დაარსდა. დაფუძნებას წინ ხანგრძლივი ფიქრისა და მუშაობის პროცესი უძღოდა და მტკიცე მოტივი - საქართველოში შეიქმნას სმენის დაზიანების მართვის ერთიანი ეფექტიანი სისტემა. სმენის პრობლემების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებთან მრავალწლიანმა მუშაობამ კარგად დაგვანახა მათი საჭიროებები. სწორედ ამ ცოდნაზე დაყრდნობით, ვეცადეთ შეგვექმნა სრულყოფილი, ხარისხიანი მომსახურება.

განსაკუთრებით ამაყები ვართ იმით, რომ სმენის სახლი ინოვაციური სასმენი ტექნოლოგიების უმსხვილესი მწარმოებელი შვეიცარიული ჰოლდინგის - “SONOVA“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. სწორედ ამ ჰოლდინგის ერთ-ერთი ბრენდია „PHONAK”, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება და შვეიცარიული ხარისხი გამოარჩევს".

სამედიცინო ცენტრი სმენის სახლი - სარეაბილიტაციო, სადიაგნოსტიკო და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა


უფრო ვრცლად მომსახურების შესახებ
სმენის სახლი ორი მიმართულებით მუშაობს: სმენის თერაპიული რეაბილიტაცია – სმენა-მეტყველებით თერაპია სასმენი აპარატების, კოხლეარული იმპლანტების ან/და სხვა იმპლანტირებადი მოწყობილობების მომხმარებელი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. აქაც კონკრეტულ, საერთაშორისოდ აღიარებულ, კვლევასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მეთოდს AVT (Auditory-Verbal Therapy/სმენა-მეტყველების თერაპია) - ს ვირჩევთ. ჩვენი კონცეფცია საუკეთესო პრაქტიკებს ეყრდნობა. ადრეული ჩარევისას, ესაა ოჯახზე, ხოლო უფრო მოზრდილებში, კლიენტზე ცენტრირებული მიდგომა.

აუდიოლოგია და ოტორინოლარინგოლოგია – ბავშვთა ასაკისათვის რეკომენდებული აუდიოლოგიური კვლევები შესაბამისი აპარატურით, სასმენი აპარატების შერჩევა, მორგება და შემდგომი მომსახურება, ️სმენის კორექციის ეფექტურობის ფუნციონალური შეფასება სხვადასხვა სპეციალური ტესტის გამოყენებით, ლაზეროთერაპია, სხვა ამბულატორიული პროცედურები.

რატომ პედიატრიული ფოკუსი?
დღეს საქართველოში ამ სფეროში ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის შეთავაზებული მომსახურება არ განსხვავდება ერთმანეთისგან მაშინ, როცა ბავშვთა აუდიოლოგია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ცალკე მიმართულებაა. ეს კანონზომიერიცაა. ბავშვები ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად განსხვავდებიან ზრდასრულებისგან. ჯანმრთელი სმენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვთა ზოგადი განვითარებისთვის. სმენის დაზიანება უარყოფით გავლენას ახდენს ენისა და მეტყველების ჩამოყალიბებაზე, რისკის ქვეშ აყენებს სწავლის, სოციალური და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ბავშვთა აუდიოლოგის მთავარი ფოკუსი სმენის დაზიანების ადრეული აღმოჩენა და მართვაა. ამ პროცესში კი ის იყენებს სპეციალურ აღჭურვილობას და კონკრეტულად ბავშვებისთვის განკუთვნილ სმენის სადიაგნოსტიკო ტესტებს. ბავშვთა აუდიოლოგს უნდა ჰქონდეს სპეციფიკური ცოდნა და უნარები ბავშვთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებისა და მისთვის მეგობრული, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისთვის. ამასთან, მან მშობელთან პარტნიორული ურთიერთობა უნდა დაამყაროს, იყოს მისი მხარდამჭერი, განმანათლებელი და აღიარებდეს ოჯახის როლის მნიშვნელობას სმენის დაზიანების ეფექტიან მართვაში. სწორედ ასეთი მომსახურება დახვდება ჩვენთან, სმენის სახლში, მოსულ მომხმარებელს. ასეთი სერვისის დამკვიდრებასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები და ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან ცენტრებთან და პროფესიონალებთან.

რატომ უნდა აირჩიოთ სმენის სახლი?
ხშირად მომისმენია, წამიკითხავს მსგავს კითხვაზე ასეთი პასუხი - „ჩვენ ვიცით თქვენ რა გჭირდებათ.“ ჩვენ კი გვგონია, რომ მომხმარებელმა თავად იცის რა სჭირდება. ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე, ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს. ჩვენ მომხმარებელს ვუსმენთ, ვისმენთ მის ინდივიდუალურ ისტორიას, ვსწავლობთ მის ინდივიდუალურ საჭიროებებს და უპირატესობებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვთავაზობთ უნიკალურ, მასზე მორგებულ მომსახურებას. ამ ხედვამდე რომ მივსულიყავით, დიდი შრომა და სწავლა დაგვჭირდა. განვითარებაზე ორიენტირება და უწყვეტი განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერთან ერთად, ხარისხი არის ის, რის გამოც ჩვენთან მომხმარებელი უნდა მოვიდეს.

როგორ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ? მათი პოვნა მარტივია.
დაუკავშირდით ნომერზე: (+995) 598 441 218
ელ-ფოსტის მეშვეობით: [email protected]
ან მიწერეთ ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/HearingH / Hearing House სმენის სახლი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა