თეგებით ძიება

კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

2 იანვარს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამლოცველო) მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

"მამა დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

დეკანოზი დიმიტრი დასვენებულია თბილისში, ვეძისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში (112-თან), ხოლო ხვალ, 2021 წლის 24 იანვარს, 15 საათზე, იგი დაიკრძალება ამავე მონასტრის ეზოში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა