თეგებით ძიება
27. 01. 2021 მსოფლიო

ექიმი კოვიდინფიცირებულებს კლავდა - შოკისმომგვრელი მოტივი, რომელზეც გამოძიება მუშაობს

იტალიაში, ექიმს კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, კარლო მოსკა ინფიცირებულ პაციენტებს საწოლი ადგილის განთავისუფლების მიზნით კლავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მედიკოსი პაციენტების სპეციალურ პრეპარატს აძლევდა, რომელიც სუნთქვის გაუარესებას იწვევს. მისი ქმედების შედეგად, 2 პაციენტი გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დაადასტურა ორგანიზმში იმ პრეპარატის კვალი, რომლის ჭარბი რაოდენობით მიღება სიკვდილს იწვევს.

გამოცემა La Repubblica წერს, რომ მოსკა კორონავირუსთან ბრძოლისას მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა. თავად ექიმი აცხადებდა, რომ "ყოველი მორიგეობა იყო ბრძოლა, რათა რაც შეიძლება მეტი პაციენტის სიცოცხლე გადაერჩინათ".

ამ ეტაპისთვის, მკვლელობის ზუსტი მოტივი დადგენილი არაა, თუმცა, საქმეში დევს მედდების მიმოწერა, რომელშიც ისინი ეჭვობენ, რომ ექიმი პაციენტებს საწოლი ადგილების გათავისუფლების მიზნით კლავს. ამასთან, მედდები ფარულად ექიმს "შეშლილადაც" მოიხსენიებდნენ.

კარლო მოსკა ამ დროისთვის შინაპატიმრობაშია. ის სასამართლოს მოლოდინშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა