ანნას კრემი - ნატურალური სახის კრემები სხვადასხვა ტიპის კანისთვის
ანნას კრემი • Anna\'s Cream წარმოგიდგენთ 100%-ით ნატურალურ სახის კრემებს სხვადასხვა ტიპის კანისთვის.
„ანნას კრემი“ შეიქმნა 2012 წელს და ამ 8 წლის განმავლობაში ის მრავალ კმაყოფილ კლიენტს ანებივრებს სხვადასხვა სახის კრემებით.
სწორედ ამ მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ გადაწყდა უფრო ფართო საზოგადოებისთვის ბრენდის გაცნობა, რისთვისაც შეიქმნა ფეისბუქ გვერდი “ანნას კრემი • Anna's Cream
ყველა კრემი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა 100%-ით ნატურალურ კომპონენტებზე, არ შეიცავს ცვილს, კონსერვანტებს, პარაბენებს და სხვა მავნე ნივთიერებებს. შესაბამისად სახის კრემი ინახება მაცივარში 3-თვემდე ვადით.
ასორტიმენტში არის:
1. დღის კრემი 30 მლ. (კომბინირებული, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის) - დამატენიანებელი და მკვებავი, შის კარაქი, ნუშის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ატმის კურკის ზეთი, გარგრის კურკის ზეთი, A ვიტამინი.
2. დღის კრემი 30 მლ. (ყველა ტიპის კანისთვის) - ჰიალურონის მჟავით, მეტად მსუბუქი, დამატენიანებელი. ებრძვის არსებულ ნაოჭებს და ხელს უშლის მათ გაჩენას.
3. ქოქოსის დღის კრემი 30 მლ. (ყველა ტიპის კანისთვის) - ქოქოსის კარაქის ფუძეზე, მკვებავი, ძალიან ნაზი.
4. თვალის გარშემო კრემი 15 მლ. - ყურძნის წიბწის ზეთის ფუძეზე, ავოკადოს კარაქი, შის კარაქი, E ვიტამინი, ოხრახუშის ჰიდროლატი, ვარდის ზეთი რომელიც აძლევს მსუბუქი ლიფტინგის ეფექტს. ებრძვის არსებულ ნაოჭებს და ხელს უშლის მათ გაჩენას.
5. ღამის კრემი 30 მლ. (კომბინირებული, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის) - მკვებავი, სპერმოცეტის ფუძეზე, კაკაოს კარაქი და ზეითუნის ზეთი.
• დღის კრემებს აქვთ კანის დაცვის ფუნქცია სიცივისგან და ქარისგან.
• მკვებავი და დამატენიანებელი კრემების შედეგად კანი ხდება ჯანსაღი, რბილი, გლუვი.
• დღის კრემის დამზადება შესაძლებელია ასევე ინდივიდუალურად, მომხმარებლის ასაკის და კანის ტიპიდან გამომდინარე.
• ყველა კრემს აქვს საოცარი სურნელი
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე +995 579 822 822 ან მისწეროთ ფეისბუქ გვერდზე ანნას კრემი • Anna's Cream