თეგებით ძიება

ამ პარლამენტსაც დაადგება საშველი და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, რაც უფრო დროულად აღარ გვერქმევა დეპუტატები, ჩვენთვისაც უკეთესია - ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად საპარლამენტო მანდატებზე უარისა, ისინი სახლში ჯდომას არ აპირებენ და მთელი პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს ქუჩაში.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა არ შეიცვლება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დააკმაყოფილებენ მანდატების გაუქმების მოთხოვნას თუ არა.

„ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იგდებენ თავს. რა ჰგონიათ, კიდევ ვინმეს დაითანხმებენ პარლამენტში შესვლაზე? პარლამენტი დარჩება იმ კონფიგურაციით, რომელიც არის და რომ არ დარჩეს ასეთად, არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. სხვა ყველაფერი დარჩება ისევ ისე. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, რომელსაც მივყვებით. რაც უფრო დროულად დააკმაყოფილებენ ჩვენს განცხადებებს და ჩვენ აღარ გვერქმევა დეპუტატები, ჩვენთვისაც უკეთესია. ბოლო-ბოლო ამ პარლამენტსაც დაადგება საშველი და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.

აქციები აუცილებლად იქნება, იქნება მასშტაბიანი და პატარა საპროტესტო აქციები, იქნება პიკეტირება. ყველაფერი იქნება, რისი უფლებაც კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული. ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ რადგან პარლამენტზე უარი ვთქვით, წავალთ და სახლებში დავჯდებით, ძალიან ცდებიან, ჩვენ პარლამენტზე ვთქვით უარი, მაგრამ მთელი პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს ქუჩაში“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა