თეგებით ძიება

ჩვენ მათ კიდევ ერთი შანსი მივეცით - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში შემოსვლის სურვილს გამოთვამენ, კიდევ ერთი შანში მივეცით, რომ გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან და შემოვიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, იმ დეპუტატებს, რომლებიც კამერებთან არ ჩნდებიან და არ ხსნიან საკუთარ პოზიციას მოუწოდებს, რომ არ ჩაერთონ რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიის ძირის გამოთხრის მცდელობის პროცესში და ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში.

"ჩვენი ინფორმაციით, ბევრი მათგანი გამოხატავს სურვილს შემოვიდეს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ ისინი გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ შორის, ზოგი მათგანი საერთოდ არ ფლობს სადეპუტატო მანდატს და ისინი აცხადებენ, რომ არ შემოვლენ პარლამენტში, რაც პარადოქსულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ, იმ დეპუტატებს რომლებიც არ ჩნდებიან ტელეკამერებთან, რომლებიც არ ხსნიან თავის პოზიციას, ვაძლევთ კიდევ ერთ შანსს, რომ იფიქრონ სახელმწიფოებრივად. ასევე სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღონ, ასევე არ ჩაერთონ იმ პროცესში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა უწოდეს და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავი შეიკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა