TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
განსაზღვრეთ სექსუალურობა დაბადების თარიღის მიხედვით
  • განსაზღვრეთ სექსუალურობა დაბადების თარიღის მიხედვით

    სექსუალურობაზე ძირითადში ასტროლოგიური მაჩვენებლები არის "პასუხისმგებელი", თუმცა არანაკლებ როლს თამაშობს ამ საკითხში ნუმეროლოგიაც.

    ნუმეროლოგიური გათვლები – შეკრიბეთ თითოეული ციფრი - დღის, თვისა და წლის მაჩვენებელი და დაიყვანეთ შედეგები მარტივ ციფრამდე (1-დან 9-მდე). ასე მიიღებთ ცხოვრებისეული გზის რიცხვს.

    მაგალითად, ავიღოთ დაბადების თარიღი – 12.07.1973 - როგორ უნდა გამოიანგარიშოთ "ცხოვრებისეული გზის ციფრი":

    1+2=3
    0+7=7
    1+9+7+3=20=2+0=2
    3+7+2=12=1+2=3

    მაშ ასე, ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანის "ცხოვრებისეული გზის ციფრია" – 3.

    ასევე უნდა გამოთვალოთ თქვენი ან თქვენთვის საინტერესო ადამიანის ციფრი.

    1
    "ერთიანები" გამოირჩევიან საკუთარი თავის რწმენით. ბევრი ამ თვისებას სექსუალურობად მიიჩნევს, მით უმეტეს, რომ როგორც წესი, ასეთ ადამიანებს გარეგნობაც შესაბამისი აქვთ – ველური ცხოველის გრაციოზულობა და მომაჯადოებელი გამოხედვა. თუმცა საწოლში ისინი ეგოისტები არიან და ყურადღებას მხოლოდ აქეთ მოითხოვენ, იქით კი არაფერს გასცემენ. ამასთან, "ცხოვრებისეული გზის ციფრით" - 1 დაბადებული ადამიანები თავად იჩენენ ინიციატივას და არ მოსწონთ, როცა მიანიშნებენ მათ სექსუალურობაზე ან აშკარად ეარშიყებიან. საერთოდაც, მათთვის სექსი კიდევ ერთი საშუალებაა, წარმოაჩინონ საკუთარი თავი.


    2
    ადამიანებისთვის, რომელთა "ცხოვრებისეული გზის ნიშანია" 2, მნიშვნელოვანია სულის ერთობა, საერთო ინტერესები და ფსიქოლოგიური კომფორტი. თუ ყველაფერი ეს არ არის, მაშინ მათი სექსუალურობა "ჩრდილში რჩება", ხოლო თუ ეს ყველაფერი მიიღეს, მაშინ შეუძლიათ, ლოგინში სასწაულები მოახდინონ. თუმცა მათი სექსუალური შესაძლებლობები თვალში მოსახვედრი არასოდეს არის. როგორც წესი, ისინი თბილები არიან და სიფაქიზით ეკიდებიან საყვარელი ადამიანის მოთხოვნილებებს, უყვართ ალერსი.

    3
    ადამიანები, ნიშნით 3, გახსნილები არიან და უყვართ სექსუალური ექსპერიმენტები. ისინი ხშირად იცვლიან პარტნიორს, რადგან გამუდმებით სურთ გამოსცადონ ახალი შეგრძნებები. ამასთან, არ განიცდიან თაყვანისმცემელთა ნაკლებობას. ისინი მიმზიდველები არიან, საუბრობენ ლამაზად (ამასთან, საწოლშიც არ ჩუმდებიან). ამიტომაც მათ ბევრი ეპატიებათ, მათ შორის, ღალატიც. თუმცა ხშირად ადამიანები, დაბადებულები ნიშნით 3, საკუთარი სექსუალურობის ტყვეები ხდებიან, რადგან არ შეუძლიათ გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობების აგება. ქალი "სამიანები" ქარაფშუტები და მსუბუქი ხასიათისანი არიან, ხოლო მამაკაცები იშვიათად ქორწინდებიან ან პირიქით, რამდენჯერმე ქმნიან ოჯახს.

    4
    "ოთხიანებთან", სექსუალურობის თვალსაზრისით, ყველაფერი უფრო რთულად არის. მათთვის პირველ ადგილზე სამუშაოა, მეორეზე კი – ძველმოდური წარმოდგენა იმის შესახებ, რა საჭიროა სექსი. ისინი თვლიან, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ გამრავლებისთვის გამოდგება. თუმცა, თუ ახალგაზრდობაში მათი წინააღმდეგობრივი ბუნება მაინც დაჯაბნის აკრძალვებსა და სტერეოტიპებს, ადამიანები, "ცხოვრებისეული გზით" 4, მთელი არსებით ეშვებიან განცხრომაში და შეუძლიათ მოსინჯონ არა მარტო ყველანაირი ინტიმური ურთიერთობა, არამედ უამრავი პარტნიორიც. თუმცა, ერთხელაც რომ განიცადონ იმედგაცრუება, მაშინვე უბრუნდებიან იმ სტერეოტიპს, რომელიც მათ მშობლებისგან შთამომავლობით ერგოთ, ანუ ხდებიან კონსერვატიულები და მკაცრად აქვთ განსაზღვრული სექსის დოზები. როგორც წესი, "ოთხიანები" გარეგნულად სექსუალურობით არ გამოირჩევიან.

    5
    ადამიანები, რომელთა "ცხოვრებისეული გზის რიცხვია" 5, საოცრად სექსუალურები არიან გარეგნულად და ამ საკითხში საქმითაც გამორჩეულები არიან. მათ მდიდარი გამოცდილება აქვთ და ინტიმური სიახლოვისგან ნამდვილ სიამოვნებას იღებენ. მათ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "სექს-გურმანები". თუ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, "ხუთიანი" ბევრს მოგზაურობს, მაშინ მას თითოეულ ქალაქში, სადაც იმოგზაურა, ეყოლება სასიყვარულო პარტნიორი; ან ის, უბრალოდ, მონახავს "ერთჯერად" პარტნიორებს. ასევე, 5-იანით დაბადებულ ადამიანებს შორის ბევრია ბისექსუალიც და მათ სხვებთან შედარებით, ხშირად აქვთ სექსუალური ურთიერთობა სხვა რასისა და ნაციონალურობის წარმომადგენელთან.

    6
    ადამიანებისთვის, რომელთა "ცხოვრებისეული გზა" 6-იანით არის მონიშნული, სექსი – "კანფეტიც" არის და "წიწაკაც". როგორც წესი, გარეგნულად ისინი საკმაოდ სექსუალურები არიან და სიამოვნებით იყენებენ ამას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ სექსს აღმერთებენ. უბრალოდ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში ჰარმონიულობა სუფევდეს. და თუ სასიყვარულო პარტნიორი მათ იმედებს არ გაუცრუებს, მაშინ საწოლში ნამდვილ ფეიერვერკს მიიღებს; მაგრამ თუ რაღაც მიზეზით ის არ მოეწონათ, მაშინ მას მაშინვე მოიცილებენ. ამასთან, ასე იქცევიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. სამაგიეროდ, "ექვსიანები", პრაქტიკულად, არასოდეს ღალატობენ საყვარელ ადამიანს. ისინი თვლიან, რომ ეს მათ თავმოყვარეობასაც შელახავს. ამასთან, ისინი საკმაოდ ზიზღიანები არიან და ახლოს მხოლოდ იმას უშვებენ, ვისშიც აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან.

    7
    "შვიდიანები" სექსუალურობით არ გამოირჩევიან. პარტნიორის არჩევისასაც ადამიანისგან მომდინარე ფლუიდებითა და მაგნეტიზმით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ სხვა ღირსებებით, პირველ რიგში კი – ინტელექტუალურობით. 7-იანის ყველაზე მგრძნობიარე ეროგენული ზონა – ტვინია. ამიტომაც მათთვის ვნება – რაღაც სულ სხვაა. ისინი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ ტვინით აფასებენ და არა სხეულის ნაწილებით. სამაგიეროდ, "შვიდიანები" განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან. თუ ოდესმე გაიხედეს გვერდით, ისიც მხოლოდ სამეცნიერო დაკვირვებების მიზნით.

    8
    "რვიანებს" სექსუალურებს ვერ ვუწოდებთ. ისინი გარშემომყოფების ყურადღებას თავიანთი სტატუსით, მატერიალური მდგომარეობით, ბიზნესის გაძღოლის ნიჭითა და ფულის შოვნის უნარით იპყრობენ. თავადაც მხოლოდ ისეთი ადამიანები ხიბლავთ, ვისაც ძალაუფლება და ფული აქვს. ქალები სექსუალურ პარტნიორებს წარმატებული ადამიანებისგან ირჩევენ, ხოლო მამაკაცებს იზიდავთ საქმიანი ქალები. თუმცა, უსამართლობა იქნებოდა გვეთქვა, რომ 8-იანებს სექსი არ უყვართ. უყვართ! და თან როგორ! უბრალოდ, სექსი მათთვის სადღაც მესამე ადგილას დგას სამსახურისა და კაპიტალდაბანდების შემდეგ. და თუ მათი ტვინი მორიგი პროექტით არ არის დაკავებული, მაშინ ისინი საყვარელ ადამიანებს ფანტასტიკურ ეროტიკულ შეგრძნებებს ჩუქნიან. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ეს იშვიათად ხდება.

    9
    "ცხრიანები" იმდენად სექსუალურები არ არიან, რამდენადაც რომანტიკულები. მათთვის მთავარია განწყობა, ანტურაჟი, სულიერი სიახლოვე პარტნიორთან და ჰარმონია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიათ მოდუნდნენ და მიიღონ სიამოვნება ინტიმური სიახლოვისგან. "ცხრიანები" იშვიათად თანხმდებიან სექსზე პირველ პაემანზე. მათთვის აუცილებელია, ადამიანს მიეჩვიონ, შეიგრძნონ ის. თუ მიხვდნენ, რომ პარტნიორი მასთან სულიერად ახლოს არის, მაშინ მას სინაზითა და ერთგულებით დააჯილდოებენ. ხოლო რაც შეეხება, "ცხრიანის" გარეგნულ სექსუალურობას, ის სექსუალურია, უბრალოდ, ამას ყველა ვერ აღიქვამს. უხეშად რომ ვთქვათ, "ცხრიანით" ან პირველივე ნახვაზე მოიხიბლებით და ბევრი წელი ერთგული იქნებით ამ შეგრძნების, ან იმდენად არ მოგეწონებათ, რომ მაშინვე გაეცლებით იქაურობას და აღარასოდეს შეცვლით ამ გადაწყვეტილებას.


    "მარაო.გე"
    1 005 ნახვა
    21-02-2021, 23:30