თეგებით ძიება

ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი​ - მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე

ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი, - ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი საკვირაო წირვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს.

„ჩემი აზრით, თუ ეს უნდოდათ, აქამდეც შეეძლოთ. 20 ივნისის შემდეგ და მერეც, სამაჯური რომ მოიხსნა. ამის შემდეგაც, ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რომ რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, მთავარია უცხოეთში დასაყრდენი ეპოვათ.

ოპოზიციას ქვეყანაში დასაყრდენი არ აქვს. მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლებას აქვს. ოპოზიციის გარკვეული ძალების მიმართ, ისეა ხალხი განწყობილი, რომ 20 ივნისს, გარკვეული ძალა იქ რომ არ მისულიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას არ უნდა მიემართა მელიას საკითხზე პარლამენტისთვის და არც 88 პარლამენტარს არ უნდა მიეცა ხმა. სინოდშია ხოლმე სხვადასხვა აზრი და პარტიაში როგორ არ ექნება ვინმეს სხვა აზრი. გარედან ცუდად ჩანს, რომ ვუყურებ. ერთი გამოდიოდა, ვერ დამიჭერთო, სხვები გამოდიოდნენ, ვერ დაიჭერთო.

მოხდა ის, რომ მივიდნენ. ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი გარბოდა. წამოვიდა ევროპიდან და ამერიკიდან სამართლიანი საყვედურები. ეს რამდენი ხანი გაგრძელდება. პროკურატურა იძახის, გადაიხადოს და გავუშვებთო, რაღაც ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი," - თქვა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცველებმა პარტიის ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად 23 თებერვალს დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა