თეგებით ძიება

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მძღოლები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ავტომობილის მძღოლები და ტაქსისტები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

რუსთავში აქციის მონაწილეებმა ავტობანი გადაკეტეს.

"ინფორუსთავის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. ისინი აქციის მონაწილეების საავტომობილო გზიდან გადაყვანას ცდილობენ, რათა გზაზე ავტომობილების თავისუფალი მოძრაობა აღდგეს.

ამ ეტაპისთვის, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილთა გადაადგილება ნაწილობრივ აღდგენილია.

რუსთავის გარდა საპროტესტო აქციები იმართება ასევე გორში, ბათუმში, თბილისსა და თელავში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა