თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში საეკლესიო მსახურება განახლდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 თებერვალს შეწყვეტილი საეკლესიო მსახურება განახლდა.

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებლის, ბესარიონ აპლიას განცხადებით, აფხაზ სასულიერო პირებს იმედი აქვთ, რომ ქართული ეკლესიის მიღმა რუსეთის პატრიარქი გადაწყვეტს „აფხაზეთის მართმადიდებლური ეკლესიის” სტატუსს.

„მოსკოვის საპატრიარქო დაგვეხმარება ჩვენ დამოუკიდებელ პოზიციაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში აფხაზეთში. ავტოკეფალიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია - ჯერ ავტონომიაა აღსადგენი. ჩვენთან მიმდინარეობს აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენა, რაც ძალიან ხანგრძლივი პროცესია. რუსეთის გარდა კავკასიაში არავის აღუდგენია მართლმადიდებლობა.

რა თქმა უნდა, ქართველები არ იქნებიან თანახმა, მაგრამ ჩვენ აფხაზეთის შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი და ეს არის ყველაზე მთავარი. მაშინ ჩვენი საკითხი მარტივად გადაწყდება, რადგან მოსკოვიც ვერ იგებს გვსურს თუ არა კონსტანტინოპოლი, თუ მათთან ერთად გვინდა მართლმადიდებლობის აღდგენა“, - ამბობს აპლია.

ცნობისთვის, 19 თებერვალს დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ, აფხაზური მედიისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის პატრიარქს მიმართა, რომ მან „აფხაზურ ეკლესიას“ მიანიჭოს სტატუსი, რადგან მათ არ სურთ იყვნენ ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის დაქვემდებარებაში, რადგან აპლიას თქმით, ეს ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა