თეგებით ძიება

სკოლებში ვირუსის გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია - ნუნუ მიცკევიჩი

ყველა რეკომენდაცია დაცულია და სკოლებში ვირუსის გამოვლენის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ვიმედოვნებთ, რისკები ასევე მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

მან იმ რისკების შესახებ ისაუბრა, რომელიც აღდგენილ საგანმანათლებლო პროცესს თან ახლავს.

„პირველი მარტიდან საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნების შესაძლებლობა გვეძლევა. უნივერსიტეტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტი ჩაატარონ აუდიტორიებსა და შესაბამის სივრცეებში. ამასთან ერთად, გამოცდები შეძლებისდაგვარად ჩატარდეს საუნივერსიტეტო სივრცეში. 15 მარტს გვაქვს ჩანიშნული მეორე ეტაპი, რომელიც ეხება თეორიულ კომპონენტს, სადაც ძირითადად იგულისხმება ლექციები. უნივერსიტეტებს შეეძლებათ, მათივე გადაწყვეტილებით სრულად აღდგეს პროცესი უნივერსიტეტებში.

გაზაფხული რთული პერიოდია საგანმანათლებლო სისტემისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ინტერვალებით, ორკვირიანი შუალედით დაკვირვების საშუალება. ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე ადასტურებს, რომ უსაფრთხოების მაღალი ნორმებია დაცული. ყველა რეკომენდაცია დაცულია და სკოლებში ვირუსის გამოვლენის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ვიმედოვნებთ, რისკები ასევე მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, კლინიკურ-პრაქტიკული, ლაბორატორიული პრაქტიკის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიაში აღდგენას 15 მარტიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა