თეგებით ძიება
28. 02. 2021 მსოფლიო

8 წლის განმავლობაში ერთად მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 8 წლის განმავლობაში ერთ ბარში მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ.

31 წლის ჯულია ტინეტიმ და 32 წლის კასანდრა მედისონმა ერთმანეთი 2013 წელს გაიცნეს, როდესაც კონექტიკუტის ქალაქ ნიუ-ჰეივენში ერთ-ერთ ბარში დაიწყეს მუშაობდა. უცნობი ადამიანები მათ მსგავსებაზე მიუთითებდნენ, რის შემდეგაც ჯულიამ კასანდრას ხელზე დომინიკანის დროშის ტატუ შენიშნა. დაქალებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე მათგანი დომინიკანაზეა დაბადებული და ორივე ამერიკელმა ოჯახებმა იშვილეს, რის გამოც ისინი ერთმანეთს ხუმრობით დებს უწოდებდნენ.

შესაძლო ნათესაობის შესახებ ვარაუდების მიუხედავად, დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა - ჯულიასა და კასანდრას დაბადების ქალაქი და დედის სახელი განსხვავდებოდა. 2021 წელს კასანდრა თავის ბიოლოგიურ მშობლებს შეხვდა და მათგან გაიგო, რომ ოჯახში 9 ბავშვი ჰყავდათ, რის გამოც 2 გოგოზე უარის თქმა მოუწიათ. ამის შემდეგ კასანდრამ და ჯულიამ დნმ-ის ტესტი ჩააბარეს, რომელმაც მათი ნათესაობა დაადასტურა.

imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა